ბუნებრივი განათებითა და დეკორატიული სანათებით გაცოცხლებული აბაზანის დიზაინი გათვლილია არასტანდარტული გეგმარების მიხედვით. ცალკე მდგომი აბაზანა მოითხოვს დიდ ყურადღებას პროექტირების პროცესში: გასათვალისწინებელია ფართის მოცულობა, მისი ოთახთან მორგების სირთულე, კომუნიკაციების სწორად დაგეგმარება და სხვა. მისი მთავარი უპირატესობა მის დიზაინშია, ფართის სიმცირემ ხელი არ უნდა შეუშალოს საერთო იერსახის მიღებას. მუქი ტონალობებითა და ფერთა გამის სიმრავლემ, აბაზანის დიზაინს შესძინა არაერთგვაროვანი დატვირთვა და შეითავსა ვინტაჟური სტილი.