fbpx

სერვისები

გთავაზობთ სრულყოფილ სერვისს არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინისა და ექსტერიერის მიმართულებით. ინდივიდუალური და ინოვაციური  გადაწყვეტილებები, რომლებსაც ერთად მივიღებთ, იქნება სინთეზი შენი სურვილის, ჩვენი ხედვის და გამოცდილების. გაგიზიარებთ ჩვენი სფეროს საიდუმლოებებს და შედეგად, ერთად გავაუმჯობესებთ გარემოს.

  • 01
    ობიექტზე შეხვედრა

    იდეის გაცნობა, დასურათება, აზომვა, შესაძლო ვარიანტების განხილვა.

  • 02
    იდეის შეთანხმება

    ნახაზის 3 ვერსია, ონლაინ კომუნიკაცია, ხელშეკრულების გაფორმება.

  • 03
    ვიზუალიზაცია

    სრულყოფილი ნახაზი, შენობის ვიზუალიზაცია, კონსულტაცია მაღაზიებთან და ხელოსნებთან.

  • 04
    დასრულება

    კორექტივები, ცვლილებების შეტანა, პროექტის ჩაბარება.

არქიტექტურა

მნიშვნელოვანია შენობა ავსებდეს როგორც ბუნებრივ, ასევე ხელოვნურ ლანდშაფტს. ერთად გავაუმჯობესოთ გარემო, იქნება ეს ურბანში თუ ქალაქგარეთ. პრიორიტეტია სახლის ენერგოეფექტურობა, ბუნებრივი განათება და ჰაერის ვენტილაცია. 

სერვისი: არქიტექტურული პროექტი, ტოპოგრაფია, კონსტრუქცია, გეოლოგია, საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა, 41 დადგენილება.

ინტერიერი

ვეყრდნობით გამოცდილებას, და ამავდროულად, გულმოდგინედ ვეძებთ სივრცის ვიზუალური და პრაქტიკული ათვისების საუკეთესო დიზაინერულ შესაძლებლობებს,  გათვალისწინებულია შენი პრეფერენციები და ცხოვრების სტილი.

სერვისი: აზომვითი ნახაზი, პრეზენტაცია, არქიტექტურული პროექტი, ელექტროობის გეგმა, კონსტრუქციის გეგმა, საინჟინრო გეგმა, 3D ვიზუალიზაცია, ავეჯის/მასალების სპეციფიკაცია, ხარჯთაღრიცხვა, ზედამხედველობა. 

ექსტერიერი

ვქმნით ექსტერიერს, რომელიც გამოხატავს შენს ხასიათს და ითვალისწინებს ირგვლივ არსებულ გარემოს. 

სერვისი: აზომვითი ნახაზი, პრეზენტაცია, არქიტექტურული პროექტი, 3D ვიზუალიზაცია, ხარჯთაღრიცხვა, ზედამხედველობა. 

თვალი გადაავლე