Fillet Studio · არქიტექტურა
არქიტექტურული პროექტირება და მშენებლობის ნებართვა
სწორად შედგენილი პროექტის გარეშე, მშენებლობა ხშირად იქცევა ქაოსად. პროფესიონალური გუნდის გარეშე ხარისხიანი შედეგის მიღება რთული და სტრესული გამოწვევაა. გთავაზობთ სრულ არქიტექტურულ სერვისს - მიწის ნაკვეთის შეფასებიდან სახლის ჩაბარებამდე - რაც მოიცავს ენერგოეფექტურ და ტექნიკურად გამართულ პროექტებს. ჩვენი გუნდი იღებს პასუხისმგებლობას ყველაზე რთულ ეტაპზე - მშენებლობის ნებართვის მოპოვებასა და ბიუჯეტის ზუსტ დაგეგმარებაზე.

რას მოიცავს
არქიტექტურული პროექტირება და მშენებლობის ნებართვა

მშენებლობის ნებართვა და იურიდიული მხარდაჭერა
ჩვენი სერვისი გულისხმობს სრულ არქიტექტურულ დაგეგმარებას - იქნება ეს კერძო სახლი თუ კომერციული შენობა. ქალაქმშენებლობითი რეგულაციების დაცვა, ბიუროკრატიული პროცედურების მართვა და მერიაში სრული დოკუმენტაციის წარდგენა.
რეალური ბიუჯეტი და ინდივიდუალური ხასიათი
დაგეგმარების ეტაპზევე ვითვალისწინებთ მშენებლობის რეალურ ხარჯებს და ვირჩევთ ისეთ მასალებსა თუ ტექნოლოგიებს, რომლებიც დამკვეთის ფინანსურ ჩარჩოებში ჯდება. ჩვენი მიზანია შეიქმნას უნიკალური, თანამედროვე და თქვენს ხასიათზე მორგებული არქიტექტურა.
პასუხისმგებლობა და საბოლოო შედეგი
ვინაიდან თითოეული პროექტი ჩვენი შემოქმედებითი ნამუშევარია, მისი სრულყოფილი სახით განხორციელება ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩვენი ინტერესი სრულად ემთხვევა დამკვეთის მიზანს - მივიღოთ შედეგი, სადაც იდეა და რეალობა იდენტურია.
საპროექტო პაკეტი
სრული საპროექტო და ტექნიკური ჩამონათვალი
არქიტექტურული პროექტირება და ტექნიკური ნახაზები
- არქიტექტურული კონცეფცია და გენერალური გეგმა (გენგეგმა) - შენობის და ექსტერიერის ფოტორეალისტური 3D რენდერები - ავეჯის და კედლების განლაგების გეგმა - ელექტროობის და განათების წერტილების გეგმა - სანტექნიკისა და გათბობის ნახაზები - იატაკის და ჭერის მონტაჟის ნახაზები
მშენებლობის ნებართვა
- მშენებლობის ნებართვის მოპოვება (I, II, III, IV კლასი) - კონსტრუქციული პროექტი (საძირკველი, კოლონები, რიგელები) - გეოლოგიური და ტოპოგრაფიული კვლევა - მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი (მოპ) - განმარტებითი ბარათი და 41-ე დადგენილების სტანდარტი
ბიუჯეტი და მართვა
- მშენებლობის დეტალური ხარჯთაღრიცხვა - მასალების სპეციფიკაცია (რა/სად ვიყიდოთ) - საავტორო ზედამხედველობა - მშენებლებთან კომუნიკაცია - ხარისხის საბოლოო კონტროლი
თვალი გადაავლე
რა ეტაპებს გავივლით
01
შეხვედრა
ტერიტორიის/ობიექტის დასურათება, შესაძლო ვარიანტების განხილვა
02
იდეის შეთანხმება
არქიტექტურული პროექტის დამუშავება, მერიასთან შეთანხმება
03
ვიზუალიზაცია
შენობის ვიზუალიზაცია, კონსულტაცია მაღაზიებთან და შემსრულებელთან
FAQ
ხშირად დასმული კითხვები
რა ვადებში მზადდება სრული არქიტექტურული პროექტი?
+
ვადები დამოკიდებულია პროექტის მასშტაბსა და მერიის განხილვის პროცედურებზე. საშუალოდ, კერძო სახლის სრული საპროექტო ციკლი (ნებართვის ჩათვლით) გრძელდება 2-დან 4 თვემდე. ჩვენ წინასწარ გაწერილი გრაფიკით ვმუშაობთ, რათა დროულად დაიწყოთ მშენებლობა.
აკეთებთ თუ არა გეოლოგიურ და ტოპოგრაფიულ კვლევას?
+
დიახ, სრული საპროექტო პაკეტის შეკვეთისას ჩვენ უზრუნველვყოფთ მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიულ გადაღებას და გეოლოგიურ კვლევას. ეს აუცილებელია, რომ კონსტრუქტორმა სწორად დაიანგარიშოს საძირკვლის მდგრადობა და სეისმომედეგობა.
შედის თუ არა მომსახურებაში მშენებლობის ნებართვის მოპოვება?
+
ეს ჩვენი სერვისის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ჩვენ უზრუნველვყოფთ პროცესის სრულ მართვას მერიასთან: არქიტექტურული ესკიზის შეთანხმებას, I, II, III და IV სტადიის გავლას და მშენებლობის ნებართვის მიღებას მოქმედი რეგულაციების (მათ შორის 41-ე დადგენილების) სრული დაცვით.
ვცხოვრობ საზღვარგარეთ. შევძლებთ თუ არა დისტანციურად მუშაობას?
+
ჩვენ გვაქვს დისტანციურად მუშაობის დიდი გამოცდილება. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით (Meet შეხვედრები, ეკრანის გაზიარება, ვიდეო რეპორტები) თქვენ აქტიურად იქნებით ჩართული პროცესში, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. დოკუმენტაცია მოგეწოდებათ ელექტრონულად, ხოლო მერიასთან ურთიერთობას ჩვენი გუნდი ადგილზე უზრუნველყოფს.
მუშაობთ მხოლოდ კერძო სახლებზე თუ კომერციულ ობიექტებზეც?
+
ჩვენი პორტფოლიო მოიცავს როგორც ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს, ასევე კომერციულ და საზოგადოებრივ ობიექტებს (სასტუმრო, რესტორანი, ოფისი, მრავალბინიანი კორპუსი). კომერციული პროექტების შემთხვევაში განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ფუნქციურ ზონირებას, სახანძრო უსაფრთხოების ნორმებსა და ბიზნესის სპეციფიკას.
მოიცავს თუ არა არქიტექტურული პროექტი ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინს?
+
სტანდარტული არქიტექტურული პაკეტი გულისხმობს შენობის გეგმარებასა და კონსტრუქციულ ნაწილს. სრულყოფილი შედეგისთვის გთავაზობთ კომპლექსურ მიდგომას - შეგიძლიათ დამატებით შეუკვეთოთ ინტერიერის დიზაინი (შიდა სივრცის ვიზუალი და რემონტის სრული გეგმა) და ექსტერიერის დიზაინი (ფასადის დეტალური დამუშავება).

თვალი გადაავლე ნამუშევრებს

კომერციული ინტერიერის დიზაინი | ავეჯის შოურუმი DAKARO
არქიტექტურა

კომერციული ექსტერიერის და ფასადის დიზაინი
არქიტექტურა

საოფისე ინტერიერის დიზაინი - KOTRA Tbilisi
ინტერიერი

მრავალფუნქციური სასტუმროს არქიტექტურა და ფასადის დიზაინი
არქიტექტურა

ბარამბოს ნაყინის კუნძულები სავაჭრო მოლებში
ინტერიერი

ბარამბოს ნაყინის მაღაზიის ინტერიერი | კომერციული დიზაინი
ექსტერიერი