უძრავიქონებისციფრულიპასპორტი

Fillet Space

უძრავი ქონების სრული ისტორია

ჩვენი სტუდიის თითოეულ დამკვეთს გადაეცემა საკუთარი უძრავი ქონების სრულყოფილი ციფრული ანალოგი, სადაც ზუსტადაა სინქრონიზებული პროექტის ყველა ფუნქციური, ტექნიკური და ფინანსური დეტალი.

უძრავი ქონების ციფრული პასპორტი

ინტერაქტიული მოდელი

ციფრული ანალოგი

პროცესის დაწყებისთანავე პორტალზე იქმნება თქვენი ობიექტის ზუსტი ციფრული ანალოგი. ეტაპობრივად გროვდება და სტრუქტურირებულად ინახება ქონების სრული ისტორია - არქიტექტურული ნახაზებიდან დაწყებული, უმცირესი დიზაინერული და ტექნიკური სპეციფიკაციებით დამთავრებული. ყველაფერი ერთ, დაცულ ღრუბლოვან საცავშია.

ექსკლუზიური

ფასდაკლებები პარტნიორებისგან

პროექტის მიმდინარეობისას, Fillet Space-ის მომხმარებლები სარგებლობენ ჩვენი სტუდიის პარტნიორული ქსელით. ეს გაძლევთ საშუალებას, წამყვან კომპანიებში შეარჩიოთ მაღალი ხარისხის მასალები და ავეჯი სპეციალური პირობებით, რათა ეფექტურად მართოთ პროექტის ბიუჯეტი.

არტიო

არტიო

დაკარო

დაკარო

ოფის 1

ოფის 1

კლასიკა

კლასიკა

უძრავი ქონების ციფრული სტანდარტი

სარემონტო ისტორია, ბიუჯეტი და დოკუმენტაცია ერთ დაცულ სივრცეში

მალე დაემატება

ჭკვიანი აქტივი და ავტომატიზაცია

პროექტის დასრულების შემდეგ, პორტალი ინახავს ყველა ტექნიკური მოწყობილობის საგარანტიო და მომსახურების ვადებს. სისტემა მომავალშიც მოგემსახურებათ და ავტომატურად მოგაწვდით ჭკვიან შეხსენებებს - ინფრასტრუქტურის (მაგ: გათბობის სისტემის) გეგმიურ შემოწმებასა თუ დეტალების შეცვლაზე.

ჭკვიანი აქტივი და ავტომატიზაცია

კომერციული ფართი

კომერციული ფართის სრული მართვა

იჯარა და ხელშეკრულებები

მოიჯარეები, ვადები და ხელშეკრულებები ერთ პანელში - ცალკეული ცხრილებისა და მიმოწერის გარეშე.

დოკუმენტები და სერტიფიკატები

ტექნიკური დოკუმენტაცია, სერტიფიკატები და საგარანტიო ვადები დაცულ ღრუბლოვან საცავში, ყოველთვის ხელმისაწვდომი.

მომსახურება და ანალიტიკა

ტექნიკური მომსახურების სრული ისტორია და რეპორტები, რომ ფართის მდგომარეობა ერთი შეხედვით აკონტროლო.

ღირებულება

ნდობა და მაღალი ღირებულება

გამჭვირვალობა

რემონტის, მასალებისა და კომუნიკაციების სრული ისტორია მყიდველს ან მოიჯარეს სრულ სურათს აჩვენებს.

სანდოობა

ზუსტი ციფრული დოკუმენტაცია გამოგადგება ბანკში, სადაზღვევოსა თუ სხვა დაწესებულებაში წარსადგენად.

ღირებულების ზრდა

დოკუმენტირებული და გამჭვირვალე ქონება უფრო მაღალ ფასად და უფრო სწრაფად იყიდება ან ქირავდება.

FAQ

ხშირად დასმული კითხვები

რა არის Fillet Space და როგორ მეხმარება ის არქიტექტურული პროექტის დროს?

+

Fillet Space არის თქვენი უძრავი ქონების პერსონალური ციფრული პორტალი. ის აერთიანებს არქიტექტურული და ინტერიერის დიზაინის პროცესში შექმნილ ყველა ფაილს, ნახაზსა და 3D მოდელს ერთ დაცულ სივრცეში. ეს გამორიცხავს ინფორმაციის დაკარგვას და გაძლევთ საშუალებას, ნებისმიერ დროს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ადევნოთ თვალი თქვენი პროექტის დოკუმენტაციას.

შესაძლებელია თუ არა პროექტის მარტივად ნახვა პორტალზე?

+

ჩვენი პლატფორმა იყენებს WebGL ტექნოლოგიას, რაც საშუალებას გაძლევთ დაათვალიეროთ თქვენი სახლის ინტერაქტიული 3D მოდელები პირდაპირ ბრაუზერში - სმარტფონით ან კომპიუტერით. თქვენ არ გჭირდებათ რთული არქიტექტურული პროგრამების ინსტალაცია; სივრცის აღქმა და დეტალების განხილვა მაქსიმალურად გამარტივებულია.

როგორ ზოგავს Fillet Space დამკვეთის ბიუჯეტს რემონტის ან მშენებლობის პროცესში?

+

პორტალზე წვდომით თქვენ ხდებით ჩვენი პრივილეგირებული პარტნიორული ქსელის წევრი. ეს ნიშნავს ექსკლუზიურ ფასდაკლებებს წამყვან მომწოდებლებთან, ავეჯის შოურუმებსა და სამშენებლო მასალების მაღაზიებში. გარდა ამისა, ზუსტი ციფრული დოკუმენტაცია გამორიცხავს მშენებლობისას დაშვებულ შეცდომებს, რაც ხშირად გაუთვალისწინებელი ხარჯების მთავარი მიზეზია.

რა ხდება პროექტის დასრულების შემდეგ? მინარჩუნდება თუ არა წვდომა პორტალზე?

+

პროექტის ჩაბარების შემდეგ თქვენი პორტალი გარდაიქმნება უძრავი ქონების მუდმივ ციფრულ აქტივად. წვდომა გინარჩუნდებათ უვადოდ. ეს არის თქვენი სახლის „ტექნიკური პასპორტი“, სადაც დაცულია ყველა ფარული კომუნიკაციის სქემა და მასალების სპეციფიკაცია, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქონების სამომავლო ექსპლუატაციის, რემონტის ან გაყიდვის დროს.

როგორ მუშაობს ავტომატური შეხსენებების სისტემა?

+

პორტალში შეყვანილია ყველა ძირითადი აგრეგატისა და საინჟინრო კვანძის საექსპლუატაციო ვადები. პროგრამა წინასწარ გამოგიგზავნით შეტყობინებას, როდესაც მოახლოვდება გათბობის ქვაბის, ფილტრების ან სხვა სისტემების გეგმიური შემოწმების დრო, რაც დაგიცავთ მოულოდნელი დაზიანებებისგან.

Fillet Studio

შექმენი შენი სივრცე Fillet Space-ში

რეგისტრაციისთვის მოგვწერე
FILLET STUDIO
დაგვირეკემოგვწერეელ.ფოსტა