fbpx

სააგარაკე სახლი ბულაჩაურში

თბილისიდან 20 წუთის მანძილზე დაშორებული სახლი ითავსებს, როგორც საოჯახო ტიპის საცხოვრებელ , ასევე სააგარაკე და დასასვენებელი კოტეჯის ფუნქციასაც. შენობის არქიტექტურა სრულად ასახავს იმ გარემოსა და ლანდშაფტთან თავსებადობას,  როგორიც ბულაჩაურის ტერიტორიაა. 85 კვადრატული მეტრის პირველ სართულზე მოწყობილია მისაღები და სამზარეულოს ფართი, სანკვანძითა და საკუჭნაო ოთახებით. რკინა ბეტონის კიბით ავდივართ მეორე სართულზე , სადაც განთავსებულია ოთხი საძინებელი და აივანი.

ფასადის მოსაპირკეთებელი მასალები მოიცავს, თერმულად შეღებილ ლითონის ფირფიტებს, ბუნებრივი ხის მასალებს, ბეტონის ფაქტურის ფილებსა და მეტალის კარ-ფანჯრებს. ინტერიერში გათვალისწინებულია ასევე ნათელი ღია კრემისფერი, ანტრაციდი, პასტელი ყავისფერი და ბუნებრივი ხის ტონალობები.

ლოკაციასაქართველო, ბულაჩაური
ფართი85 მ2
წელი02.2022