სასტუმრო ” Heve ” მდებარეობს ბორჯომში. არსებული ძველი შენობა უნდა ჩანაცვლებულიყო ახალი ფუნქციებისა და დიზაინის მქონე ნაგებობით. ვიზუალური ჩანაფიქრიც სწორედ ამ მოცემულობიდან ჩამოყალიბდა და გაერთიანდა ძველი და ახალი ხედვა. ფასადი მოპირკეთებულია გამომწვარი აგურით, რომელიც ერწყმის შავ ამრეკლ ვიტრაჟებს და ლანდშაფტს. ქანობიანი გადახურვა გავლენას ახდენს შენობის მთლიან დიზაინზე, რადგან მის დახრას აივნები და მოაჯირებიც იმეორებს.