ყოველდღე იზრდება სამშენებლო მასალებისა და ახალი ტექნოლოგიების ბაზარი. რაც უფრო მკაცრ ენერგოეფექტურობას და ხარჯების დაზოგვას მოითხოვს.
ასე რომ, მეტად მნიშვნელოვანია რემონტის დროს გვერდით გყავდეთ პროფესიონალი . რომელიც დაგროვილი ინფორმაციითა და ახალი ხედვებით მოგაშორებთ შემდეგში გამომწვებ პრობლემებს.
დგება საჭიროება სამშენებლო/სარემონტო ჯგუფთან კომუნიკაციის, რაც აუცილებელი სტანდარტების ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს. რათა არ მოხდეს შემდეგში შესრულებული ნამუშევრისა და მიღებული დასრულებული შედეგის აცდენა ერთმანეთში
რემონტის დროს დიზაინერის ძირითადი ფუნქციაა თქვენი საჭიროებების ინტერპრეტაცია და ნებისმიერი სამშენებლო პროექტის პროფესიონალური გეგმის შემუშავება. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეგიძლიათ დაიქირაოთ იგი მხოლოდ ამ ამოცანისთვის, ასევე იგი გაგარკვევთ რემონტის ყველა დეტალში.
რთულია იმის გაგება თუ რაოდენ დიდ ცოდნას მოითხოვს ესა თუ ის შესრულებული სამუშაო.
მაგალითად სამზარეულოს დასამზადებლად აუცილებელია დეტალურად აისახოს პროგრამაში მისი ზომები: ჩარჩოების, კარებების, სხვადასხვა ტექნიკის განთავსების დეტალები.
უმეტეს შემთხვევებში, დიზაინერის შემუშავებული პროექტის უგულვებელყოფა იწვევს ზედმეტ დანახარჯებს.
ამ ძვირადღირებულ გადაცდომებს კი პროფესიონალი დიზაინერი აუცილებლად გაითვალისწინებს პროექტის შემუშავების დროს.