fbpx

რემონტი და დიზაინერის მომსახურება

დაზოგეთ დრო და მიანდეთ საქმე პროფესიონალს

ინტერიერის დიზაინერი ქმნის ნახაზებს და განიხილავს პროფესიონალ ჯგუფთან ერთად

  ყოველდღე იზრდება სამშენებლო მასალებისა და ახალი ტექნოლოგიების ბაზარი. რაც უფრო მკაცრ ენერგოეფექტურობას და ხარჯების დაზოგვვას მოითხოვს.

  ასე რომ, მეტად მნიშვნელოვანია რემონტის დროს გვერდით გყავდეთ პროფესიონალი . რომელიც დაგროვილი ინფორმაციითა და ახალი ხედვებით მოგაშორებთ შემდეგში გამომწვებ პრობლემებს.

  დგება საჭიროება სამშენებლო/სარემონტო ჯგუფთან კომუნიკაციის, რაც აუცილებელი სტანდარტების ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს. რათა არ მოხდეს შემდეგში შესრულებული ნამუშევრისა და მიღებული დასრულებული შედეგის აცდენა ერთმანეთში

გაიგეთ ყველა დეტალი

yvela detali remontis shesaxeb

  რემონტის დროს დიზაინერის ძირითადი ფუნქციაა თქვენი საჭიროებების ინტერპრეტაცია და ნებისმიერი სამშენებლო პროექტის პროფესიონალური გეგმის შემუშავება. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეგიძლიათ დაიქირაოთ იგი მხოლოდ ამ ამოცანისთვის,  ასევე იგი გაგარკვევთ რემონტის ყველა დეტალში.

გაიგეთ რისგან შედგება ინტერიერის სრული ნახაზები

interieris dizaineris momsaxureba da naxazebi

  რთულია იმის გაგება თუ რაოდენ დიდ ცოდნას მოითხოვს ესა თუ ის შესრულებული სამუშაო.

  მაგალითად  სამზარეულოს დასამზადებლად აუცილებელია დეტალურად აისახოს პროგრამაში მისი ზომები: ჩარჩოების, კარებების, სხვადასხვა ტექნიკის განთავსების დეტალები.

  უმეტეს შემთხვევებში, დიზაინერის შემუშავებული პროექტის უგულვებელყოფა იწვევს ზედმეტ დანახარჯებს.

  ამ ძვირადღირებულ გადაცდომებს კი პროფესიონალი დიზაინერი აუცილებლად გაითვალისწინებს პროექტის შემუშავების დროს.

დიზაინერი გახდება თქვენი მეგობარი

ინტერიერის დიზაინერი ქმნის ნახაზებს და განიხილავს პროფესიონალ ჯგუფთან ერთად

  ძნელია იმის ცოდნა, თუ სად მთავრდება ერთი კონტრაქტორის პასუხისმგებლობა და იწყება მეორის. დროდადრო ჩვენ ვამჩნევთ,რომ არასწორად იმართება სამუშაო პროცესები სახლის რემონტის დროს.

  ახალი კონტრაქტორებისთვის ძვირია სხვისი შეცდომების გამოსწორება.

  ინტერიერის დიზაინერს შეუძლია რიგი გადაცდომები აგარიდოთ რემონტის დროს, გაგიწიოთ კონსულტაციები ნებისმიერ დროს და გახდეს თქვენი ყოველდღიური მეგობარი.

სწორი ყურადღება დეტალების მიმართ

saxlis gegmareba da dizaineris momsaxureba

  დიზაინერი თარგმნის თქვენს საჭიროებებს ფუნქციურ სივრცეებში, მაგრამ ასევე ალამაზებს მათ. კარგი დიზაინერები არის სრულყოფილი სამგანზომილებიანი მოაზროვნეები.

  მათ შეუძლიათ წარმოიდგინონ თქვენი ყოველდღიურობა, რათა იპოვონ თქვენზე მორგებული ჰარმონიული გადაწყვეტები.

  თუ გსურთ სივრცე, რომელიც სწორად ისე გადმოსცემს თქვენს ხასიათს და ყოველდღიურობას , როგორც ეს თქვენ შეგეფერებათ, მაშინ აუცილებელია დიზაინერის დაქირავება. ისინი სწორ ფოკუსირებას ახდენენ ყველა უმნიშვნელო დეტალზე.

შეხვდებით სხვადასხვა პროფესიონალებს

interieris dizain proeqtis shedgena

  დიზაინის ბიზნესში ყოფნა ნიშნავს უამრავ სხვა პროფესიონალთან შეხვედრას, რომლებიც ასევე მუშაობენ საცხოვრებელ პროექტებზე. სტრუქტურული ინჟინრებიდან მღებავებამდე.

  თქვენს დიზაინერს ალბათ ჰყავს გამოცდილი კონტრაქტორების საკმაოდ დიდი ქსელი, რომლებსაც შეუძლიათ მოცემული სამუშაო თქვენს ბიუჯეტს მოარგოს.

  და, კიდევ ერთხელ, აქ საქმე ისაა, რომ თქვენი ბიუჯეტი სწორად წარიმართოს მშენებლობის პროცესში.

  თუ ახლა დაზოგავთ თანხას და არაპროფესიონალს ჩააბარებთ რემონტს, აუცილებლად დადგებით რიგი პრობლემების წინაშე. ეს წლების წუხილია, რაც არაერთხელ მოგვისმენია დამკვეთებისგან.