fbpx

5 გავრცელებული შეცდომა რემონტის დროს

სახლის რემონტი შეიძლება იყოს სახალისო და საინტერესო პროცესი, თუმცა მას აუცილებლად თან სდევს გარკვეული გამოწვევები და სირთულეები. იმისთვის, რომ პროცესი წარიმართოს მოულოდნელობების გარეშე, აუცილებელია გაითვალისწინო, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. ბლოგში გაეცნობი რემონტის დროს დაშვებულ ხუთ ყველაზე ხშირ შეცდომას და მიიღებ რჩევებს თუ როგორ აარიდოს მათ თავი.

1. ბიუჯეტის არასწორი დაგეგმვა

ყველაზე დიდი შეცდომა რემონტის დაწყებისას არის სრულფასოვანი გეგმის და მისთვის განსაღვრული ბიუჯეტის არარსებობა. რათქმაუნდა, არავინ იწყებს რემონტს წინასწარ განსაზღვრული ფინანსების გარეშე თუმცა მნიშვნელოვანია ეს ხარჯები იყოს რეალისტური, ეყრდნობოდეს გამოცდილებას და იყოს ადეკვატური ბაზარზე არსებული ფასებთან. ბევრი ადამიანი იწყებს ინტერიერის ცვლილებას მხოლოდ ბუნდოვანი მონახაზით, რასაც საბოლოოდ მივყავართ უამრავ გაუთვალისწინებელ ხარჯთან. იმისთვის, რომ დაზოგო დრო და ფინანსები, აუცილებელია ზუსტად განსაზღვრო რემონტის სრული პროცესი, მისი დაწყებიდან დასრულებამდე, გაითვალისწინე ყველა საჭირო მასალის და ხელოსნების ხარჯები. ბიუჯეტში შეიყვანე გაუთვალისწინებელი ხარჯები, მისი რაოდენობა უნდა იყოს მთლიანი ხარჯების 10-20%-ი.

ბიუჯეტის შედგენისას ჩამოწერე ყველა დეტალი, რომლის ცვლილებაც გსურს შენი საცხოვრებელი სახლის ინტერიერში, იქნება ეს, კედლების შეღებვა, ავეჯის შეძენა, დამატებითი დენის წერტილები თუ სხვა ნებისმიერი რამ, მთავარია მაქსიმალურად გაითვალიწინე ყველა დეტალი. ჩაშალე თითოეული სასურველი ცვლილება პატარ პატარა დავალებებად და ყოველ ეტაპს მიუწერე საკუთარი ხარჯი, ფინანსურად სწორად დაგეგმვის გარდა მსგავსი მიდგომით აღმოაჩენ ახალი იდეებს და უფრო მეტად მიუახლოვდები რემონტის საუკეთესო ვერსიას. 

თუ რემონტს გეგმავ

დააკლიკე და გაიგე რას გთავაზობთ

2. არასწორი მოლოდინი რემონტის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით.

რემონტისთვის საჭირო დროის განსაზღვრისას, აუცილებლად უნდა გაითვალისწინო, რომ ხშირ შემთხვევაში სამუშაოები ბევრად უფრო კომპლექსურია და მოითხოვს იმაზე მეტი დეტალის გათვალისწინებას ვიდრე თავდაპირველად წარმოგვედგინა, სახლის დიზაინის განახლება ბევრ სხვადასხვა დამოუკიდებელი ფაქტორისგან შედგება, ხელის შემშლელი შეიძლება იყოს, გვიან მოწოდებული მასალები, დემონტაჟისას აღმოჩენილი ობი, აბაზანის ცვლილებისას სანტექნიკის პრობლემის აღმოჩენა და სხვა მსგავსი მოულოდნელობები. 

იმისთვის, რომ დრო ეფექტურად აითვისო, მნიშვნელოვანია დეტალურად გაითვალისწინო რემონტის ყველა ეტაპი, პირველ რიგში უნდა შესრულდეს ფუნდამენტური სამუშაოები და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდეთ ისეთ კოსმეტიკურ საკითხებზე როგორიც არის კედლების, ჭერისა და იატაკის მოპირკეთება. რემონტის სწორი თანმიმდევრობით წარმართვა, თავიდან აგარიდებს დამატებით დროით და ფინანსურ ხარჯებს.

3. სივრცის არასათანადოდ დაგეგმვა და ინტერიერის დიზაინის უგულვებელყოფა

ინტერიერის მნიშვნელოვანი დეტალების არცოდნა ან გაუთვალისწინებლობა არის მორიგი ყველაზე გავრცელებული შეცდომა. სწორად დაგეგმილი სახლის დიზაინი, საგრძნობლად აუმჯობესებს სივრცის ფუნქციურ და ესთეტიურ მხარეს. 

დაუთმე დრო სასურველი სტილის შერჩევას, გადახედე ყველა არსებულ ვარიანტს, გაითვალისწინე საკუთარი და ოჯახის წევრების ხასიათი და სურვილები, ეცადე მაქსიმალურად ეფექტურად აითვისო სივრცე. დაგეგმვის პროცესში იყავი თამამი არ მოერიდო ფიქრს ისეთ მსხვილ საკითხებზე, როგორიც არის კედლის დემონტაჟი, კარისთვის ან ფანჯრებისთვის ადგილის შეცვლა. უმჯობესია პროცესში გყავდეს ინტერიერის დიზაინერი, რომელთანაც მჭიდრო კომუნიკაციით გაივლი ყველა დეტალს, მიიღებთ პროფესიონალურ რჩევებს და ერთად შექმნით შენთვის სასურველ გარემოს. 

კარგი დიზაინი არ ნიშნავს საცხოვრებელი სახლის მხოლოდ ლამაზ ესთეტიურ ვიზუალს, მაღალკვალიფიციური ინტერიერის დიზაინერი ზრუნავს სახლის ფუნქციურ და ვიზუალურ სრულყოფილებაზე. ითვალისწინებს ისეთ მნიშვნელოვან დეტალებს როგორიც არის, ოთახების ოპტიმალურ ზომას და ფორმას სახლის კვადრატულობიდან და შენი საჭიროებებიდან გამომდინარე, აპროექტებს განათებას, გაძლევს რჩევებს საჭირო მასალებთან დაკავშირებით და გეუბნება თუ სად შეძლებთ მათ შეძენას, გეხმარება ბიუჯეტის შედგენაში, გიზიარებს წლობით დაგროვილ ცოდნას და გამოცდილებას. შედეგად მიიღებ ინტერიერის დიზაინს, რომელიც შენს პიროვნებას საუკეთესოდ მიესადაგება. პროფესიონალის მიერ შესრულებული სახლის გეგმა და ინტერიერის დიზაინი აუმჯობესებს შენი ცხოვრების ხარისხს და მატებს ღირებულებას შენს საკუთრებას.  

4. ხელოსნების არასწორი შერჩევა

არაპროფესიონალი ხელოსნების შერჩევას, ხშირად თან სდევს დამატებითი სტრესი და ხარჯები. ხელოსნების შერჩევისას მთავარ კრიტერიუმს არ უნდა წამოადგენდეს მათი მომსახურების ღირებულება, რადგან ეკონომიის გაკეთება, აისახება სამუშაოს ხარისხზე, რაც გრძელ ვადაში გამოიწვევს შეკეთების და ხელოსნების ახლიდან დაქირავების ხარჯებს. 

საფუძვლიანად მოიკვლიე ინფორმაცია საახლობლოში, უმჯობესია თუ თავად ნახავ შერჩეული ხელოსნის ნამუშევრებს, ასევე კომპანიასთან ურთიერთობის შემთხვევაში გაეცანი ხელოსნების შეფასებას და მოითხოვე შესრულებული სამუშაოების ფოტო-ვიდეო მასალა ან თუ შესაძლებელია ადგილზე მისვლით ნახე მათი ნამუშევრები. მოიძიე გამოცდილი ხელოსნები, კარგი რეპუტაციით და კარგი კომუნიკაციის უნარით. ამ თვისებების მქონე პროფესიონალი არის გარანტი იმისა, რომ რემონტი იქნება შესრულებული ხარისხიანად.  

გასაუბრების დროს გამოკითხე დეტალები მათი წინა პროექტებიდან, დაუსვი კითხვები სამუშაოს შესრულების დროსთან დაკავშირებით, ასევე გულწრფელად გააცანი შენი მოლოდინები და სურვილები, მსგავსი კომუნიკაცია თავიდან აგარიდებს მომავალში გაურკვევლობას და უთანხმოებას. კარგი ხელოსანი წინასწარ მოგაწვდის დეტალურ ინფორმაციას, როგორც საჭირო მასალების შესახებ ასევე რემონტის მთლიან ხარჯებთან და ხანგრძლივობასთან დააკავშირებით. 

5. უხარისხო მასალების გამოყენება

ეკონომიის გაკეთება იაფფასიანი მასალების შეძენით, ხანგრძლივ პერიოდში გამოიწვევს უფრო მეტ ხარჯს, რადგან მსგავსი მასალები ნაკლებად გამძლეა, ჭირდება ხშირი შეკეთება ან შეცვლა, რაც საბოლოოდ დაკავშირებულია დროით და ფინანსურ ხარჯებთან, ასევე დისკომფორტთან მათი გამოყენებისას. შესაბამისად უმჯობესია ინვესტიცია ჩადო ხარისხიან მასალებში, რომლის ექსპლუატაციის პერიოდი გაცილებით ხანგრძლივია და გრძელ ვადაში დაზოგავ უფრო მეტ ფინანსებს.

მაგალითად ენერგოეფექტური კარფანჯრების დაყენება, უზრუნველყოფს სახლის უკეთეს იზოლაციას რაც იწვევს გათბობის და გაგრილების ხარჯების შემცირებას, ასევე მსგავსი ინვესტიცია მატებს ღირებულებას შენს საკუთრებას. უმჯობესია გაიარო კონსულტაცია პროფესიონალებთან, რომლებიც გირჩევენ თუ სად შეგიძლიათ დაზოგო და სად უმჯობესია, რომ გადაიხადოთ მეტი თუმცა საბოლოოდ მაინც დარჩე მოგებული. 

ამ მთავარი შეცდომებისგან თავის არიდებით, შეგიძლია იყო დარწმუნებული, რომ შენი სახლის რემონტი იქნება წარმატებული. ყოველი ეტაპის წინასწარ დაგეგმვა, ბიუჯეტის სწორად განსაზღვრა და დეტალებისთვის ყურადღების მიქცევა, დაგეხმარება შექმნა ლამაზი, კომფორტული და ფუნქციურად შენზე მორგებული საცხოვრებელი სახლი.

ჩვენი შეთავაზება

ალბათ სახლის განხლებას გეგმავ ან უკვე პროცესში ხარ, ამ დროს აუცილებლად გიჩნდება კითხვები და ეს ბლოგიც ამას ემსახურება. თუ პასუხები ბოლომდე ვერ მიიღე, გაიარე კონსულტაცია და მიიღე ინფორმაცია ჩვენი სერვისების შესახებ.

სივრცის ათვისება

ავეჯისა და ტექნიკის ოპტიმალური განლაგება

მოქნილი ჩართულობა

დიზაინერის ნაწილობრივი ან სრული ჩართულობა

მასალების შერჩევა

კონსულტაცია გამოყენებული მასალებისა და ფერების არჩევისას

შენზე მორგებული დიზაინი

გაიარე კონსულტაცია უფასოდ