ფუტურისტული სასტუმროს არქიტექტურა | მოძრავი ფასადი და სინათლის დინამიკა

Hotel architecture facade lighting concept by fillet studio

პროექტის შესახებ

გუჯარეთის ქუჩაზე დაპროექტებული 11-სართულიანი კომპლექსი ხაზს უსვამს ჩვენი გუნდის ხედვას და წარმოჩინდება როგორც-  ურბანული ქანდაკება.

Filet Studio-ს მიზანი იყო შეგვექმნა არქიტექტურული ნიმუში, რომელიც ღამით „ცოცხლდება“ და თბილისის ლანდშაფტს ახალ სიცოცხლეს სძენს. 6500 კვ.მ-ზე გაშლილი პროექტი აერთიანებს მაღალი კლასის სასტუმროსა და კომერციულ სივრცეებს.

futuristic hotel architecture night by fillet studio
Futuristic building design Tbilisi by fillet studio

არქიტექტურული ინოვაცია

„ცოცხალი ფასადი“ – პროექტის მთავარი ღირსება მისი უნიკალური ფასადია. ჩვენ უარი ვთქვით სტატიკურ განათებაზე და შევიმუშავეთ კინეტიკური განათების კონცეფცია.

  • მოძრავი სინათლე: ფასადის მეტალის ფირფიტებზე დამონტაჟებულია ვერტიკალური სანათები, რომლებიც სპეციალური პროგრამით იმართება. ღამით განათება მოძრაობს ზემოდან ქვემოთ, რაც ქმნის „ციფრული წვიმის“ ან ჩანჩქერის ეფექტს.

  • მასალების კონტრასტი: შენობის ცენტრალური ნაწილი მთლიანად დათმობილია პანორამულ ვიტრაჟებს, ხოლო გვერდითა ფრთები მოპირკეთებულია მუქი, მატი ლითონის პანელებით. ეს კონტრასტი შენობას სოლიდურ და მკაცრ იერს ანიჭებს.

Modern hotel exterior night view by fillet studio

ფუნქციური ზონირება

  • სართულები 1-2: დაეთმო ღია ტიპის კომერციულ ფართებს, რესტორნებსა და ლობი-ბარს, რომელიც ქუჩას უკავშირდება.

  • სართულები 3-11: განთავსებულია სასტუმროს ნომრები, რომლებსაც აქვთ ხედები ძველ თბილისზე.

ეს პროექტი არის ჩვენი ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე სასტუმროს არქიტექტურა – ტექნოლოგიური, ეფექტური და დასამახსოვრებელი.

hotel architecture concept by fillet studio
hotel architecture concept by fillet studio
ლოკაციასაქართველო, თბილისი
ფართი6500 მ2
წელი0.2022

სასტუმროს არქიტექტურული პროექტი მდებარეობს თბილისში, გუჯარეთის ქუჩაზე. შენობა წარმოადგენს 11 სართულიან ნაგებობას, რომელიც აჭარბებს 6500 კვადრატულ მეტრს.

შენზე მორგებული დიზაინი

გაიარე კონსულტაცია უფასოდ










    FILLET STUDIO
    დაგვირეკე
    მოგვწერე
    ელ.ფოსტა
    წინა საუბრები