ინტერიერის დიზაინი არის პროცესი, რომელიც მოითხოვს ცოდნასა და სისტემურ მიდგომას
ნებისმიერი სივრცის ტრანსფორმაცია პროფესიონალური გუნდის გარეშე ხარისხიანი შედეგის მიღება რთული და სტრესული გამოწვევაა.
ჩვენი გუნდი სრულად მართავს რემონტის პროცესს იდეის დაბადებიდან მის რეალურ შესრულებამდე. ვიღებთ პასუხისმგებლობას პროექტის ტექნიკურ გამართულობაზე, ბიუჯეტის დაგეგმვასა და მშენებლებთან კომუნიკაციაზე.


ჩვენი მიზანია, ხელოსანს არ დარჩეს არცერთი კითხვის ნიშანი. თქვენ იღებთ მშენებლობისთვის საჭირო სრული დოკუმენტაციის პაკეტს (იხ. ჩამონათვალი) , რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვება რემონტის პროცესს. ეს არის მშენებლებისთვის/რემონტისთვის დაწერილი ზუსტი ინსტრუქცია
პროცესი მიმდინარეობს თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობით, რათა შეიქმნას თანამედროვე, უნიკალური და რაც მთავარია – თქვენს ხასიათზე მორგებული სივრცე. პარალელურად, ჩვენ ვითვლით რეალურ ხარჯებს, რათა დიზაინის შესრულება ფინანსურად შესაძლებელი იყოს.
ვინაიდან თითოეული პროექტი ჩვენი შემოქმედებითი ნამუშევარია, მისი სრულყოფილი სახით განხორციელება ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩვენი ინტერესი სრულად ემთხვევა დამკვეთის მიზანს – მივიღოთ შედეგი, სადაც იდეა და რეალობა იდენტურია.
