სწორად შედგენილი პროექტის გარეშე, მშენებლობა ხშირად იქცევა ქაოსად. პროფესიონალური გუნდის გარეშე ხარისხიანი შედეგის მიღება რთული და სტრესული გამოწვევაა.
გთავაზობთ სრულ არქიტექტურულ სერვისს: მიწის ნაკვეთის შეფასებიდან – სახლის ჩაბარებამდე, რაც მოიცავს ენერგოეფექტურ და ტექნიკურად გამართულ პროექტებს. ჩვენი გუნდი იღებს პასუხისმგებლობას ყველაზე რთულ ეტაპზე – მშენებლობის ნებართვის მოპოვებასა და ბიუჯეტის ზუსტ დაგეგმარებაზე.

ჩვენი სერვისი გულისხმობს სრულ არქიტექტურულ დაგეგმარებას,იქნება ეს კერძო სახლი თუ კომერციული შენობა. ქალაქმშენებლობითი რეგულაციების დაცვა, ბიუროკრატიული პროცედურების მართვა და მერიაში სრული დოკუმენტაციის წარდგენა. (იხ. დოკუმენტაციის ჩამონათვალი)
დაგეგმარების ეტაპზევე ვითვალისწინებთ მშენებლობის რეალურ ხარჯებს და ვირჩევთ ისეთ მასალებსა თუ ტექნოლოგიებს, რომლებიც დამკვეთის ფინანსურ ჩარჩოებში ჯდება. ჩვენი მიზანია შეიქმნას უნიკალური, თანამედროვე და რაც მთავარია თქვენს ხასიათზე მორგებული არქიტექტურა.
ვინაიდან თითოეული პროექტი ჩვენი შემოქმედებითი ნამუშევარია, მისი სრულყოფილი სახით განხორციელება ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩვენი ინტერესი სრულად ემთხვევა დამკვეთის მიზანს – მივიღოთ შედეგი, სადაც იდეა და რეალობა იდენტურია.
