არ აქვს მნიშვნელობა როგორი სტილის დიზაინი მოგწონთ, იქნება ეს ტრადიციული თუ თანამედროვე, ბოჰემური თუ სრულიად ახალი მიმდინარეობა. თქვენი მისაღები უნდა იყოს ადგილი, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობთ, განიტვირთებით და სასიამოვნო დროს გაატარებთ ოჯახთან, მეგობრებთან ან უბრალოდ საკუთარ თავთან. ამიტომ გირჩევთ სხვადასხვა მეთოდს, რაც დაგეხმარებათ მისაღები ოთახის დიზაინი გახადოთ უფრო კომფორტული.
სარჩევი:
1. ღია და მუქი ფერების გამოყენება
2. გამოიყენეთ ნეიტრალური ფერები
3. ითამაშეთ ტექსტურებით
4. მისაღები ოთახი ხის ფაქტურებით
5. ავეჯის მრავალფეროვანი გადაწყვეტები
6. ხალიჩის ფერების შერჩევა
როცა მისაღები ოთახი მთლიანად თეთრი და ნათელია, მას შეუძლია თავი გაგრძნობინოთ არა საცხოვრებელ სახლში, არამედ რომელიმე კომერციულ დაწესებულებაში. ხოლო როცა ყველა დეტალი მუქ ფერებშია გადაწყვეტილი, აუცილებლად იქონიებს გავლენას თქვენს ხასიათზე, დილის განწყობაზე ან და პროდუქტიულობაზე.
ნათელი და მუქი ფერების ერთმანეთში შერევა კი ქმნის დინამიურ იერს, რომელსაც ექნება სიღრმე და ბალანსი. ნებისმიერი სახლის დიზაინის გადაწყვეტისას ყოველთვის საჭიროა გავითვალისწინოთ მათი ურთიერთშეჯერება, რათა მივიღოთ დაბალანსებული ტონები.
მისაღები ოთახის კედლებისთვის არ არის მიზანშეწონილი სუფთა თეთრი ფერის გამოყენება, დიზაინერები ამჯობინებენ ნეიტრალურ ტონებს. მსგავს ფერებს მოიხსენიებენ როგორც “ქამელეონ” თეთრს. რომლებსაც უფრო მშვიდი ხასიათის შექმნა შეუძლიათ და მასზე უფრო მარტივია ავეჯის და სხვა დეკორატიული ნივთების მორგება.
ზოგიერთი თეთრისა და შავის გარდა, მისაღები ოთახის გაფორმება შეგიძლიათ სხვადასხვა ნეიტრალური ფერის ელემენტებით. ამ მაგალითში კარგად ჩანს მათი ერთმანეთთან შერწყმა, სადაც შემოტანილია მესამე დამხმარე ფერი – ყავისფერი. თეთრი დივანი, შინდისფერი სავარძელი, მუქი შავი ბუხრის კედელი.
ხის ტექსტურები ქმნიან ერთგვაროვან და მყუდრო ხასიათს. ასევე გასათვალისწინებელია რომელი ფერები მეგობრობს შავ ფერთან, რადგან არსებობს ტონები, რომლებიც ერთი და იგივე განწყობას ქმნის ისევე როგორც შავი.
ეს და სხვა წვრილმანი დეტალები მისაღები ოთახის დიზაინს მატებს სიმდიდრის და განსხვავებულობის შეგრძნებას.
მისაღები ოთახის გაფორმებისას ყურადღება მიაქციეთ მატერიას, შეგრძნებები აორმაგებს ნივთის მიმზიდველობასა და იერს, ამიტომ მეტი ყურადღება დაუთმეთ ტექსტურების შერჩევას, იქნება ეს დივანი, ყავის მაგიდა, სავარძელი, კედლის მოპირკეთება თუ სხვა. გამოიყენეთ ბამბა, ლითონი, ქვა, მინა, ხე და რაც შეიძლება მეტად უხეში/რბილი ზედაპირები.
თავდაპირველად შეგიძლიათ დაიწყოთ უხეში ზედაპირების მქონე ნივთებით. მაგალითად კედლის ფაქტურის შერჩევით, შემდეგ იატაკის საფარი განსაზღვრეთ. სათავსოების როგორი დეტალიზაცია მოგწონთ : ხის თუ მეტალის მასალა.
ხოლო შემდეგ გადადით რბილ ტექსტურებზე : ფარდის, დივანის, სავარძელის და სხვა დეკორატიული ნივთების შერჩევაზე.
თუ ბიუჯეტურად აპირებთ მისაღები ოთახის ინტერიერის მოწყობას, დაიწყეთ ბალიშის ზედაპირის შერჩევით, შემდეგ სავარძლების და ყავის მაგიდის შეცვლაზე იფიქრეთ. რაც შეიძლება მეტი სიახლე შეიტანეთ ავეჯისა და დეკორატიული ნივთების პალიტრაში.
ავეჯის მაღაზიების უმეტესობა გთავაზობთ შეიძინოთ მისაღები ოთახის ერთიანი კომპლექტი, მაგრამ როგორც წინა სტატიაში აღვნიშნეთ, მსგავსი მიდგომა ნამდვილად არ არის კარგი გამოსავალი გამორჩეული ინტერიერის დიზაინის მისაღებად.
თუ გსურთ ოთახმა უფრო მეტად შეიძინოს თქვენი ხასიათი, შეურიეთ ერთმანეთში რბილი ნაჭრები უხეშ და მყარ ზედაპირებს.
სცადეთ ტყავის სავარძლების შერევა რბილი ქსოვილის დივანთან, რათა მასალები აშკარად განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან. მრავალფეროვნებისთვის სცადეთ მეტალისა და ხის ნაზავი.
ეს გადაწყვეტები დაგეხმარებათ მაქსიმალურად მიაახლოვოთ თქვენს ხასიათთან თქვენი საცხოვრებელი სახლი.
მისაღებ ოთახში ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია ხალიჩა. მას შეუძლია ოთახი შეავსოს ენერგიით და გაგანთავისუფლოთ ზედმეტი მტვრისგან. ისეთი მოძრავი ადგილისთვის როგორიც მისაღები ოთახია, მნიშვნელოვანია ხალიჩის ფერების შერჩევა, ისე რომ დიზაინშიც შეიტანოს სიახლე და შეინარჩუნოს სითბო.
თავდაპრველად განსაზღვრეთ დივანისა და სავარძლების ფერები, ხოლო შემდეგ შეურჩიეთ შესაბამისი ფაქტურისა და ქსოვილის ხალიჩა, ისე რომ წამყვანი ფერი სხვადასხვა ტონალობებს შეიცავდეს.
ალბათ სახლის განახლების პროცესში ხარ, აუცილებლად გიჩნდება კითხვები. თუ ბლოგისგან ბოლომდე ვერ მიიღე პასუხები, ჩვენ გთავაზობთ მოქნილ მომსახურებას მისაღები ოთახის მოწყობის პროცესში:
ავეჯის ოპტიმალური განლაგება
დიზაინერის მიერ პალიტრის შერჩევა
კონსულტაცია გამოყენებული მასალების არჩევისას