
გთავაზობთ კერძო სახლის, აგარაკისა და კომერციული ფართის ექსტერიერის დიზაინის სრულ მომსახურებას. გადაწყვეტილებები, რომლებსაც ერთად მივიღებთ, იქნება სინთეზი შენი სურვილის, ჩვენი ხედვისა და გამოცდილების. გაგიზიარებთ ჩვენი სფეროს საიდუმლოებებს და შედეგად, შევქმნით ისეთ სივრცეს, რომელიც გამოხატავს შენს თავს.
ექსტერიერის დიზაინის ფასი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია არქიტექტურულ სტილსა და სამუშაოს მოცულობაზე. ღირებულების დაანგარიშება ხდება ფასადის კვადრატულობით (საკედლე ფართობი) და არა სახლის იატაკის კვადრატულობით.
ზუსტი ხარჯთაღრიცხვისთვის გთხოვთ მოგვწეროთ ან დაგვიკავშირდეთ. ჩვენ დაგეხმარებით ბიუჯეტის ოპტიმიზაციასა და მასალების სწორად შერჩევაში.
