
გუჯარეთის ქუჩაზე დაპროექტებული 11-სართულიანი კომპლექსი ხაზს უსვამს ჩვენი გუნდის ხედვას და წარმოჩინდება როგორც- ურბანული ქანდაკება.
Filet Studio-ს მიზანი იყო შეგვექმნა არქიტექტურული ნიმუში, რომელიც ღამით „ცოცხლდება“ და თბილისის ლანდშაფტს ახალ სიცოცხლეს სძენს. 6500 კვ.მ-ზე გაშლილი პროექტი აერთიანებს მაღალი კლასის სასტუმროსა და კომერციულ სივრცეებს.


„ცოცხალი ფასადი“ – პროექტის მთავარი ღირსება მისი უნიკალური ფასადია. ჩვენ უარი ვთქვით სტატიკურ განათებაზე და შევიმუშავეთ კინეტიკური განათების კონცეფცია.
მოძრავი სინათლე: ფასადის მეტალის ფირფიტებზე დამონტაჟებულია ვერტიკალური სანათები, რომლებიც სპეციალური პროგრამით იმართება. ღამით განათება მოძრაობს ზემოდან ქვემოთ, რაც ქმნის „ციფრული წვიმის“ ან ჩანჩქერის ეფექტს.
მასალების კონტრასტი: შენობის ცენტრალური ნაწილი მთლიანად დათმობილია პანორამულ ვიტრაჟებს, ხოლო გვერდითა ფრთები მოპირკეთებულია მუქი, მატი ლითონის პანელებით. ეს კონტრასტი შენობას სოლიდურ და მკაცრ იერს ანიჭებს.

სართულები 1-2: დაეთმო ღია ტიპის კომერციულ ფართებს, რესტორნებსა და ლობი-ბარს, რომელიც ქუჩას უკავშირდება.
სართულები 3-11: განთავსებულია სასტუმროს ნომრები, რომლებსაც აქვთ ხედები ძველ თბილისზე.
ეს პროექტი არის ჩვენი ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე სასტუმროს არქიტექტურა – ტექნოლოგიური, ეფექტური და დასამახსოვრებელი.


სასტუმროს არქიტექტურული პროექტი მდებარეობს თბილისში, გუჯარეთის ქუჩაზე. შენობა წარმოადგენს 11 სართულიან ნაგებობას, რომელიც აჭარბებს 6500 კვადრატულ მეტრს.