85 კვადრატული მეტრის პირველ სართულზე მოწყობილია მისაღები და სამზარეულოს ფართი, სანკვანძითა და საკუჭნაო ოთახებით. რკინა ბეტონის კიბით ავდივართ მეორე სართულზე , სადაც განთავსებულია ოთხი საძინებელი და აივანი.
ფასადის მოსაპირკეთებელი მასალები მოიცავს, თერმულად შეღებილ ლითონის ფირფიტებს, ბუნებრივი ხის მასალებს, ბეტონის ფაქტურის ფილებსა და მეტალის კარ-ფანჯრებს. ინტერიერში გათვალისწინებულია ასევე ნათელი ღია კრემისფერი, ანტრაციდი, პასტელი ყავისფერი და ბუნებრივი ხის ტონალობები.
თბილისიდან 20 წუთის მანძილზე დაშორებული სახლი ითავსებს, როგორც საოჯახო ტიპის საცხოვრებელ , ასევე სააგარაკე და დასასვენებელი კოტეჯის ფუნქციასაც. შენობის არქიტექტურა სრულად ასახავს იმ გარემოსა და ლანდშაფტთან თავსებადობას, როგორიც ბულაჩაურის ტერიტორიაა.