fbpx

მისაღები და სამზარეულო ოთახის ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინის პროექტი
სამზარეულოს დიზაინი
სახლის დიზაინი
სამზარეულოს დიზაინი
სახლის ინტერიერის პროექტი
ლოკაციასაქართველო, თბილისი
ფართი75 მ2
წელი05.2020

ინტერიერის დიზაინი შესრულებულია თბილისში პეტრიწის ქუჩაზე. 75 კვ.მ-ის სახლის გეგმა ჰარმონიულად აერთიანებს მისაღებ ოთახს და სამზარეულოს, თანამედროვე და კლასიკური ინტერიერის კომბინაცია გადაწყვეტილია ყავისფერი და მონოქრონული ტონალობების შერწყმით. დიდი სამზარეულოს დიზაინი შესრულებულია ნაცრისფერ ფერში, გამოყენებულია იტალიური წარმოების ქვის ზედაპირი და სკამები. ცნობილი იტალიური ბრენდის  FLEXFORM – ის წარმოებული დივანი განთავსებულია მისაღები ოთახის ცენტრში, რაც ხელს უწყობს სივრცის უკეთესად აღქმას და თავისუფლების შეგრძნებას. სამზარეულოს მაგიდის განათება შექმნილია ექსკლუზიურად მოცემული საცხოვრებელი სახლისთვის, სანათის სპექტრი ერწყმის მისაღებ სივრცეში განთავსებული რბილი ავეჯის და ინტერიერის აქსესუარების ტონალობას, რაც უზრუნველყოფს სახლის პროექტის ჰარმონიას. სანათების განლაგება და რაოდენობა ქმნის სივრცის ტრანსფორმაციის და საკუთარ განწყობაზე მორგების საშვალებას. საერთო ჯამში მსგავსი დეტალების გათვალისწინებით ვქმნით იმაზე მეტს ვიდრე წარმოიდგენ…

შენზე მორგებული დიზაინი

გაიარე კონსულტაცია უფასოდ