80 კვ.მ-ის ბინაში განთავსებულია ორი საძინებელი, სააბაზანო, მისაღები ოთახი, მოსასვენებელი კუთხე და სამზარეულო. ბინაში მოწყობილია საკითხავი სივრცე, ხოლო მის გვერდით განთავსებულია ელექტო ბუხარი. სახლის დიზაინში გათვალისწინებულია თანამედროვე ინტერიერის დეტალები, რომლებიც ჰარმონიულად ერწყმის ვინტაჟურ ინტერიერს, რაც ხელს უწყობს სივრცის მაქსიმალურ ათვისებას. სამზარეულოს დიზაინი შესრულებულია მწვანე და თეთრი ტონალობების სინთეზით, სამზარეულოს ავეჯი აერთიანებს თანამედროვე და ვინტაჟური დიზაინის პრინციპებს. მეტი სიმყუდროვისვის და სახლის ენერგოეფექტურობისთვის ოთახების დიზაინში გამოყენებულია მუქი ტონალობის ხის ეკომეგობრული იატაკი, მისაღები ოთახის დიზაინში სიმსუბუქე შემოაქვს სადა ღია ტონალობის კედლებს, რომელთა კომბინაციაც ზრდის ფართობის აღქმას.