
Fillet Studio წარმოგიდგენთ აბაზანის დიზაინის მრავალფეროვან კოლექციას, სადაც გაერთიანებულია სხვადასხვა სტილი, ხასიათი და ტექნოლოგიური გადაწყვეტა.
ჩვენს პორტფოლიოში შეხვდებით დიზაინს ყველა გემოვნებისთვის:
ბუნებრივი მოტივები: ინტერიერები, სადაც გამოყენებულია მწვანე ფერები, ტროპიკული შპალერი და ცოცხალი მცენარეები , რაც სივრცეს აცოცხლებს.
მინიმალიზმი და ლოფტი: ქვის ფაქტურები, მუქი ფილები და ხის ელემენტები, რომლებიც ქმნიან მშვიდ და სოლიდურ გარემოს.
განათების სცენარები: თითოეულ პროექტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა განათებას. სარკის უკანა განათება , დეკორატიული ბრები და ჩამონტაჟებული ლენტები სივრცეს ვიზუალურად ზრდის და ინტიმურ განწყობას ქმნის.


მიუხედავად იმისა, თქვენი სველი წერტილი პატარა ზომისაა თუ დიდი, მთავარია სივრცის სწორი ათვისება. ჩვენ ვმუშაობთ როგორც სტანდარტულ საშხაპე ზონებზე, ისე თავისუფლად მდგომ აბაზანებზე.
გამოყენებული მასალები – კერამოგრანიტი, ნესტგამძლე ხე და შეღებილი მდფ – უზრუნველყოფს დიზაინის გამძლეობას.





ბუნებრივი განათებითა და დეკორატიული სანათებით გაცოცხლებული აბაზანის დიზაინი გათვლილია არასტანდარტული გეგმარების მიხედვით. ცალკე მდგომი აბაზანა მოითხოვს დიდ ყურადღებას პროექტირების პროცესში: გასათვალისწინებელია ფართის მოცულობა, მისი ოთახთან მორგების სირთულე, კომუნიკაციების სწორად დაგეგმარება და სხვა. მისი მთავარი უპირატესობა მის დიზაინშია, ფართის სიმცირემ ხელი არ უნდა შეუშალოს საერთო იერსახის მიღებას. მუქი ტონალობებითა და ფერთა გამის სიმრავლემ, აბაზანის დიზაინს შესძინა არაერთგვაროვანი დატვირთვა და შეითავსა ვინტაჟური სტილი.