მინიმალისტური ინტერიერის დიზაინი | 65 კვ.მ ბინა და ზონირება

თანამედროვე ცხოვრების რიტმი მოითხოვს სივრცეს, რომელიც იქნება თავისუფალი, მშვიდი და ზედმეტი დეტალებისგან დაცლილი.

65 კვ.მ ბინის პროექტი შესრულებულია მინიმალისტურ სტილში, სადაც მთავარი პრიორიტეტი სისუფთავე, გეომეტრიული სიზუსტე და ფუნქციონალიზმია.

მინიმალიზმის ესთეტიკა და ზონირება

ინტერიერში გამოყენებულია: „ნაკლები ნიშნავს მეტს“  პრინციპი. სივრცის დანაწევრების ნაცვლად, ჩვენ გამოვიყენეთ ვიზუალურად მსუბუქი კონსტრუქციები:

  • გრაფიკული ტიხარი: საძინებელი ზონა გამოყოფილია ვერტიკალური ხის რიკულებით . ეს მკაცრი, რიტმული ხაზები ხაზს უსვამს მინიმალიზმის სიყვარულს გეომეტრიისადმი და არ აკავებს ბუნებრივ სინათლეს.

  • შუშის გარდერობი: ჩაბურული მინისა და შავი მეტალის კარკასის კომბინაცია ინტერიერს სძენს სიმსუბუქეს და ტექნოლოგიურ შტრიხებს.

ფერები და ფორმები

მინიმალისტური დიზაინი ვერ იტანს სიჭრელეს, ამიტომ ჩვენ ავირჩიეთ მონოქრომული და მშვიდი პალიტრა:

  • ფონი: კედლების თეთრი და ღია კრემისფერი ტონები სივრცეს ვიზუალურად ზრდის („ჰაეროვნებას“ მატებს).

  • აქცენტები: შავი ფერის ტრეკული განათება და ავეჯის ფეხები ქმნის მკვეთრ, გრაფიკულ კონტურებს, რაც ამ სტილის სავიზიტო ბარათია.

  • ფაქტურა: სითბოსთვის გამოყენებულია ნატურალური ხის იატაკი და ტექსტილი, რაც „სტერილურობის“ ეფექტს ანეიტრალებს.

ლოკაციასაქართველო, თბილისი
ფართი65 მ2
წელი02.2022

65 კვ.მ-ის სახლის დიზაინი. მისაღები და სამზარეულო ოთახის ინტერიერი ქმნის გაერთიანებულ სივრცეს შეკრებისთვის, საძინებელი ოთახი გამოყოფილა ღია დეკორატიული საჩრდილობლით. ბინის ინტერიერი გადაწყვეტილია სკანდინავიურ სტილში და შეხამებულია ღია ყავისფერ და შავ დეტალებთან.

შენზე მორგებული ბინის დიზაინი

გაიარე კონსულტაცია უფასოდ










    FILLET STUDIO
    დაგვირეკე
    მოგვწერე
    ელ.ფოსტა
    წინა საუბრები