კომერციული ინტერიერის დიზაინი

თანამედროვე ავეჯის შოურუმი თბილისში
კომერციული ობიექტის ექსტერიერის დიზაინი და ფასადის განათება, ავეჯის შოურუმი DAKARO თბილისში

Fillet Studio-მ შეასრულა სრული ინტერიერის დიზაინის საპროექტო მომსახურება და სივრცის დაგეგმარება ავეჯის ახალი შოურუმისთვის – DAKARO. 744 კვადრატული მეტრის კომერციული ინტერიერის დიზაინის შექმნისას, ჩვენი მთავარი მიზანი იყო შეგვექმნა ნეიტრალური, თუმცა ესთეტიკურად გამართული გარემო, სადაც მთავარი აქცენტი პროდუქციაზე გაკეთდებოდა.

თანამედროვე სტილის მიმღები ზონა (Reception) ხის ფაქტურითა და ფარული LED განათებით ავეჯის მაღაზიაში.
დიდი კომერციული ფართის ღია სივრცის დაგეგმარება და სხვადასხვა ტიპის ავეჯის ზონირება ტიხრების გარეშე.

პროექტი აერთიანებს თანამედროვე მინიმალიზმისა და ინდუსტრიული სტილის ელემენტებს, რაც იდეალურ ფონს ქმნის სხვადასხვა სტილისა და ფუნქციის ავეჯისთვის.

ღია სივრცე და ზონირება : დიდი მასშტაბის მიუხედავად, სივრცე დაგეგმარებულია ისე, რომ მომხმარებლისთვის გადაადგილება ინტუიციური და კომფორტული იყოს. ტიხრების ნაცვლად, სხვადასხვა კატეგორიის ავეჯი (მისაღები, სასადილო ზონები) დაჯგუფებულია ლოგიკურ „კუნძულებად“, რაც ამარტივებს პროდუქციის აღქმას.

დიდი კომერციული ფართის ღია სივრცის დაგეგმარება და სხვადასხვა ტიპის ავეჯის ზონირება ტიხრების გარეშე.

ჭერის დიზაინი და განათების გეგმა: ღია ფერის იატაკისა და კედლების ფონზე, სივრცეს სიღრმეს მატებს ინდუსტრიული, მუქი ფერის ჭერი ღია კომუნიკაციებით. პროექტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ტრეკული (რელსური) განათება, რომელიც მიმართულია კონკრეტულ ავეჯზე, ხაზს უსვამს მათ ფაქტურას და ქმნის მყუდრო, მიმზიდველ ატმოსფეროს.

დიდი კომერციული ფართის ღია სივრცის დაგეგმარება და სხვადასხვა ტიპის ავეჯის ზონირება ტიხრების გარეშე.

მიმღები ზონა : ვიზიტორს შემოსვლისთანავე ხვდება ლაკონიური, მაგრამ სოლიდური დიზაინის მქონე მისაღები. ხის ვერტიკალური ფაქტურის, ბეტონის იმიტაციისა და LED განათების სინთეზი, ბრენდის ლოგოსთან ერთად, სივრცეს პრემიუმ იერსახეს სძენს.

ექსტერიერი და ვიტრინები: ფასადზე არსებული პანორამული მინები მაქსიმალურად ხსნის ინტერიერს გარე სივრცისკენ. სწორი შიდა განათებით, შოურუმი განსაკუთრებით ეფექტურია საღამოს საათებში და გამვლელების ყურადღებას ბუნებრივად იპყრობს.

ლოკაციასაქართველო, თბილისი
ფართი744 მ2
წელი02.2026

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვქმნიდეთ გარემოს, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას. იმისათვის, რომ თავად შეაფასოთ ეს სივრცე და დაათვალიეროთ პრემიუმ ხარისხის ავეჯის კოლექციები, ეწვიეთ DAKARO-ს ოფიციალურ ვებგვერდს.

შენზე მორგებული ექსტერიერის დიზაინი

გაიარე კონსულტაცია უფასოდ










    FILLET STUDIO
    დაგვირეკე
    მოგვწერე
    ელ.ფოსტა
    წინა საუბრები