


თანამედროვე ბინების უმრავლესობაში, განსაკუთრებით თბილისში, მთავარი ტენდენცია გაერთიანებული მისაღები და სამზარეულოა. ეს გეგმარება სივრცეს ვიზუალურად ზრდის და ბევრად უფრო ნათელს ხდის,თუმცა მოითხოვს სწორ ზონირებას.
Fillet Studio გთავაზობთ რამდენიმე პროფესიულ რჩევას და ჩვენს ნამუშევრებს, თუ როგორ უნდა შეიქმნას იდეალური საერთო ოთახი.

როგორც ჩვენს პროექტებში ხედავთ, სივრცის გასაყოფად არ არის აუცილებელი ტიხრების აშენება.
ავეჯი: დივანი, რომელიც ზურგით დგას სამზარეულოსკენ, ბუნებრივად გამოყოფს მოსასვენებელ ზონას სადილის ზონისგან.
ხალიჩა: დიდი ზომის ხალიჩა ვიზუალურად კრავს „მისაღები ოთახის“ საზღვრებს.
კუნძული : სამზარეულოს კუნძული არის საუკეთესო ბარიერი, რომელიც ფუნქციურიცაა და ესთეტიკურიც.



ერთ დიდ სივრცეს სჭირდება მრავალფეროვანი განათება. ჩვენ ვიყენებთ:
ტრეკულ განათებას ან „სპოტებს“ ზოგადი ნათებისთვის.
ჩამოკიდებულ სანათებს სასადილო მაგიდის თავზე (რაც სიმყუდროვეს ქმნის).
დეკორატიულ ტორშერებს დივანთან, კითხვისა და დასვენებისთვის.



პატარა ფართის შემთხვევაში, უპირატესობას ვანიჭებთ ნათელ, პასტელურ ფერებს (თეთრი, კრემისფერი, ღია ნაცრისფერი), რაც ოთახს მეტ სისუფთავეს და სუნთქვის საშუალებას აძლევს.
კონტრასტისთვის კი ვიყენებთ ხის ფაქტურებს და მუქი ფერის აქცენტებს (მაგალითად, შავი მეტალის დეტალებს ან აქცენტურ კედელს ტელევიზორთან).
