ინტერიერის დიზაინერის მომსახურება ბევრ მიმართულებით ვითარდება. იმისთვის რომ მარტივად გაერკვე მათ სპეციფიკაში, გადავწყვიტეთ ბლოგში გამოგვეყო 6 ძირითადი საკითხი, იმ პროცესებზე, რომელიც თან ახლავს ინტერიერის დიზაინერის ჩართულობას.
რემონტის დაწყებამდე აუცილებელია ზუსტად იცოდე სახლის ფართობი, რომელშიც აზომვითი ნახაზი დაგეხმარება. ინტერიერის დიზაინერის პირველი ჩართულობა სწორედ აქ იწყება. ნახაზის გაცნობის შემდეგ, მუშავდება ავეჯის განლაგების რამოდენიმე ვარიანტი. ეს პროცესი ამარტივებს წარმოდგენებს ელექტროობის, გათბობისა და სან-ტექნიკის გეგმარებაზე.
აზომვითი ნახაზის მიხედვით ინტერიერის დიზაინერი, გთავაზობს გეგმარების რამდენიმე ვარიანტს. მას შემდეგ, რაც შენთვის სასურველ ვარიანტს აირჩევ, იწყება სახლის დიზაინის მოცულობითი, იგივე 3D ვიზუალიზაციის დამუშავება.
ეს პროცესი გეხმარება უკეთ აღიქვა საკუთარი სივრცე და რეალურად წარმოიდგინო სახლის ინტერიერი.
სახლის რემონტის პირველი ეტაპი, ელექტროობის წერტილების მონიშვნით იწყება. ამიტომ ინტერიერის დიზაინერთან ერთად დენის წყაროების სწორი დაგეგმარება მნიშვნელოვანი პროცესია.
ელექტროობის წერტილების სრულად დაგეგმვის შემდეგ იწყება გათბობისა და სველი წერტილების გეგმარება. შესაბამისად ამ ეტაპზე შექმნილია წარმოდგენას სახლის დიზაინის შესახებ.
სამშენებლო მასალებისა და ახალი ტექნოლოგიების ბაზარი მუდმივად მზარდია და გვთავაზობს ახალ პროდუქტებს. აქცენტი გაკეთებულია ენერგოეფექტურობასა და შესაბამისად ხარჯების შემცირებაზე.
მნიშვნელოვანია გყავდეთ ადამიანი , რომელიც დაგროვილი გამოცდილებითა და ახალი ხედვებით დაზოგავს თქვენს დროს და თავიდან აგარიდებთ რემონტის დროს დაშვებულ შეცდომებს.
ცოდნის გარეშე რთულია იმის მიხვედრა თუ რამხელა შრომას მოითხოვს სახლის დიზაინის შესრულება. მაგალითად სურათზე ვხედავთ სამზარეულოს პროექტს, მის დასამზადებლად აუცილებელია პროგრამაში დეტალურად აისახოს ყველა კომპონენტის ზუსტი ზომა და გათვალისწინებული იქნას კარებების, ჩარჩოების, ტექნიკის განთავსების საუკეთესო ადგილები.
ხშირ შემთხვევაში, ინტერიერის დიზაინერის მიერ პროექტში არსებული დეტალების გაუთვალისწინებლობა, აისახება დამატებით ხარჯებში. თუმცა საუკეთესო ინტერიერის დიზაინერთან მუშაობისას თქვენი ბიუჯეტი გეგმას, გაუთვალისწინებელი დანახარჯების გარეშე შეასრულებს.
გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან თავის არიდების საუკეთესო გზა, რაც შეიძლება ნაკლები ბუნდოვანებაა. რას ნიშნავს ეს?
დასვი კითხვა ნებისმიერ დეტალზე, რომელზეც სრულად არ გაქვს წარმოდგენა.
რემონტისთვის საჭირო რესურსების წინასწარ განსაზღვრა, ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია. როდესაც ყველა ეტაპი გათვალისწინებული და დაგეგმილია, მაგრამ არ არსებობს პროექტის ფინანსური შეფასება, მისი რეალურად განხორციელების ალბათობაც ძალიან დაბალია. გაეცანი ჩვენს ბლოგს რემონტის შესახებ
ამიტომ სანამ რემონტს დაიწყებ აუცილებლად მოითხოვე შემუშავებული პროექტის ხარჯთაღრიცხვა, რადგან თავიდან აირიდო გაუთვალისწინებელი ხარჯები.
აუცილებელია დიზაინერს ჰყავდეს გამოცდილი კონტრაქტორების დიდი ქსელი, რომლებიც შეძლებენ მოცემული სამუშაო მოარგონ თქვენს ბიუჯეტს.
თუ თანხას იმის ხარჯზე დაზოგავ, რომ პროექტს არაპროფესიონალს ჩააბარებ, აუცილებლად დადგები ისეთი უსიამოვსო პრობლემების წინაშე როგორიც არის დამატებითი ხარჯები, არასწორი გეგმარება, არასწორად შერჩეული მასალები და ა.შ.