fbpx

ინტერიერის დიზაინერის მომსახურება

სახლის გეგმა და 3D ვიზუალიზაცია

ინტერიერის დიზაინერის მომსახურება

დეტალური ანაზომის მომზადება

პირველი ნაბიჯები რემონტის დაწყებამდე  საკუთარი სახლის დეტალური ანაზომის მომზადებაა. ნახაზის გაცნობის შემდეგ, მუშავდება ავეჯის განლაგების რამოდენიმე ვარიანტი. რის შემდეგაც მარტივდება წარმოდგენები ელექტროობის, გათბობისა და სან-ტექნიკის გეგმარებაზე.

3D ვიზუალიზაცია

მას შემდეგ, რაც დამკვეთი აირჩევს გეგმარების ერთ-ერთ ვარიანტს. დიზაინერი დაიწყებს მოცულობითი 3D ვიზუალიზაციის დამუშავებას.

განათების სწორად შერჩევა

saxlis gegmareba da dizaineris momsaxureba

ელექტროობის ნახაზის მომზადება

სახლის გარემონტების პირველი ეტაპი, ელექტოობის წერტილების მონიშვნით იწყება. ამიტომ აუცილებელია დენის წყაროების სწორი დაგეგმარება.

ამის შემდეგ შეგვიძლია მივხედოთ გათბობისა და სან-ტექნიკის განთავსების ნახაზებს.

სარემონტო მასალების შერჩევა

interieris dizain proeqtis shedgena

მოსაპირკეთებელი მასალების შესახებ

სამშენებლო მასალებისა და ახალი ტექნოლოგიების ბაზარი მუდმივად მზარდია და გვთავაზობს ახალ პროდუქტებს. აქცენტი გაკეთებულია ენერგოეფექტურობასა და შესაბამისად ხარჯების შემცირებაზე.

მნიშვნელოვანია გყავდეთ ადამიანი , რომელიც დაგროვილი გამოცდილებითა და ახალი ხედვებით დაზოგავს თქვენს დროს და თავიდან აგარიდებთ რემონტის დროს დაშვებულ შეცდომებს.

ინტერიერის დეტალური ნახაზები და რენდერები

interieris dizaineris momsaxureba da naxazebi

პროექტირების საბოლოო ეტაპი

ცოდნის გარეშე რთულია იმის მიხვედრა თუ რამხელა შრომას მოითხოვს პროექტის შესრულება. მაგალითად სურათზე ვხედავთ სამზარეულოს დიზაინის პროექტს, მის დასამზადებლად აუცილებელია პროგრამაში დეტალურად აისახოს ყველა კომპონენტის ზუსტი ზომა და გათვალისწინებული იქნას კარებების, ჩარჩოების, ტექნიკის განთავსების საუკეთესო ადგილები.

ხშირ შემთხვევაში, ინტერიერის დიზაინერის მიერ პროექტში არსებული დეტალების გაუთვალისწინებლობა, აისახება დამატებით ხარჯებში. თუმცა პროფესიონალ დიზაინერთან ერთად თქვენი ბიუჯეტი საკუთარ გეგმას, გაუთვალისწინებელი დანახარჯების გარეშე შეასრულებს.

რემონტის ხარჯები

yvela detali remontis shesaxeb

მნიშვნელოვანია დიზაინ პროექტის ხარჯთაღრიცხვა

რემონტისთვის საჭირო რესურსების წინასწარ განსაზღვრე, ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია. როდესაც ყველა ეტაპი განსაზღვრული და დაგეგმილია, მაგრამ არ არსებობს პროექტის ფინანსური შეფასება, მისი რეალურად განხორციელების ალბათობაც ძალიან დაბალია.

ამიტომ სანამ რემონტს დაიწყებთ აუცილებლად მოითხოვეთ შემუშავებული პროექტის ხარჯთაღრიცხვა, რადგან თავიდან აირიდოთ გაუთვალისწინებელი ხარჯები.

აუცილებელია დიზაინერს ჰყავდეს გამოცდილი კონტრაქტორების დიდი ქსელი, რომლებიც შეძლებენ მოცემული სამუშაო მოარგონ თქვენს ბიუჯეტს.

თუ თანხას იმის ხარჯზე დაზოგავთ, რომ პროექტს არაპროფესიონალს ჩააბარებთ, აუცილებლად დადგებით ისეთი უსიამოვსო პრობლემების წინაშე როგორიც არის დამატებითი ხარჯები, არასწორი გეგმარება, არასწორად შერჩეული მასალები და ა.შ.