წარმოგიდგენთ რჩევებს,რომლებიც დაგეხმარებათ სწორად დაგეგმოთ სახლის რემონტი, თუ სახლში ცხოველები გყავთ.
სარჩევი:
1. რემონტის დაგეგმვისას გაითვალისწინეთ ცხოველების წინაპირობები
2.შეარჩიეთ ცხოველებისთვის უსაფრთხო და გამძლე მასალები
3.გამოყავით წყნარი სივრცე ცხოველებისთვის
4. ყურადღება მიაქციეთ ჰაერის სისუფთავესა და ვენტილაციას
რემონტის დაწყება ყოველთვის დიდ გეგმებთან, ინვესტიციებთან და ცვლილებებთან არის დაკავშირებული. ეს პასუხისმგებლობები ორმაგდება როდესაც სახლში ცხოველები არიან. კატებს, ძაღლებსა და სხვა შინაურ ცხოველებს განსაკუთრებული მგრძნობელობა აქვთ ხმაურზე, სუნზე, გარემოს ცვლილებაზე — და სწორედ ამიტომ, საჭიროა თითოეული დეტალის წინასწარ გათვლა, რათა რემონტის დროს მათ სტრესი არ განიცადონ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ინტერიერის დიზაინი თავიდანვე მოერგოს გარკვეულ კრიტერიუმებს, რათა მომავალში ცხოველებმა სახლი არ დააზიანონ.
გთავაზობთ დეტალურ გზამკვლევს, რომელიც დაგეხმარებათ რემონტის სწორად დაგეგმვაში, ისე რომ არც თქვენმა ცხოველებმა იგრძნონ დისკომფორტი და არც სახლმა დაკარგოს სტილი და ფუნქციურობა.
თუ ცხოველი გყავთ, მასალების შერჩევა მხოლოდ გარეგნულად ლამაზი ავეჯის შეძენას არ ნიშნავს. ცხოველებს, განსაკურებით კი კატებს, ძალიან მოსწონთ ავეჯის დაკაწვრა, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ მასალა იყოს გამძლე და ხარისხიანი, რათა მარტივად არ დაზიანდეს.
ეს არა მხოლოდ დასრულებულ სახლში, არამედ რემონტის ეტაპზეც ძალიან მნიშვნელოვანია. რემონტისას სახლში გადაადგილდებიან მუშები, ისმის ხმაური, დგას მძაფრი სუნი – ეს ყველაფერი ცხოველისთვის შეიძლება სტრესული აღმოჩნდეს. ამ დროს შეგიძლიათ გარკვეული ზომების მიღება:
სამშენებლო მასალები ხშირად შეიცავენ ქიმიურ ელემენტებს, რომელთაც მძაფრი სუნი აქვს და ცხოველებისთვის საზიანოა. სწორედ ამიტომ:
რემონტისას ხშირად მთავარი აქცენტი ადამიანების კომფორტსა და ესთეტიკაზე კეთდება, თუმცა თანამედროვე ინტერიერის დიზაინი საშუალებას გვაძლევს, ვიზუალურად დახვეწილი და ცხოველებისთვის ადაპტირებული გარემოც შევქმნათ. ამის მისაღწევას საჭიროა:
სპეციალური კუთხე ცხოველისთვის – კატებისთვის შექმენით თაროები კედელზე, ხოლო ძაღლებისთვის მოაწყეთ პატარა ზონა სათამაშოებით, საწოლით და საჭირო ნივთებით.
ფუნქციური ავეჯი – შეგიძლიათ შეარჩიოთ ავეჯი, რომელიც ცხოველისთვისაც გამოდგება. მაგალითად, საწოლი, რომელსაც ქვეშ თავისუფალი სივრცე აქვს, სადაც კატებს თამაში და დამალვა შეეძლებათ.
ადვილად მოსავლელი ტექსტილი – ხალიჩები და სავარძლები უნდა იყოს დამზადებული ანტიბაქტერიული და ადვილად მოსავლელი მასალებით.
თუ ცხოველი მიჩვეულია ერთსა და იმავე ადგილას კვებას, დასვენებას ან თამაშს, ეცადეთ ეს კუთხეები დიზაინშიც გადაიტანოთ — ეს შეამცირებს სტრესს და მოერგება მათ ბუნებრივ ჩვევებს.
ნათელი, რბილი ტონალობები – სითბო და სიმშვიდე ინტერიერში არა მხოლოდ ადამიანს, არამედ ცხოველებსაც ამშვიდებს. გამოიყენეთ თბილი ფერები, ბუნებრივი მასალები და რბილი განათება.
გახსოვდეთ, სწორად დაგეგმილი ინტერიერის დიზაინი არის არა მხოლოდ ესთეტიკური სიამოვნება, არამედ პრაქტიკული გადაწყვეტილება, რომელიც თქვენი ცხოველის კეთილდღეობასაც უზრუნველყოფს.
თუ არ ხართ დარწმუნებული, როგორ მოარგოთ თქვენი სახლი ცხოველის საჭიროებებს ისე, რომ ინტერიერიც დახვეწილად გამოიყურებოდეს, საუკეთესო გამოსავალია კონსულტაცია ინტერიერის დიზაინის სპეციალისტთან. პროფესიონალი ინტერიერის დიზაინერი დაგეხმარებათ ისეთი დიზაინის შექმნაში, რომელიც ფუნქციური იქნება, მოერგება ცხოველის რუტინას და ჩვევებს და იქნება მიმზიდველი და თანამედროვე.
რემონტი შეიძლება იყოს გამოწვევა, მაგრამ სწორი დაგეგმარებით ის შეიძლება იქცეს თქვენთვის და თქვენი ცხოველისთვის ახალი კომფორტის დასაწყისად. ინტერიერის დიზაინის სწორად შერჩევა კი ნიშნავს სწორ გზაზე დადგომას, რომელიც როგორც ცხოველის, ასევე თქვენს კეთილდღეობასაც უზრუნველყოფს.
გსურთ შეარჩიოთ ცხოველებზე მორგებული, დახვეწილი და პრაქტიკული ინტერიერის დიზაინი?
მოინახულეთ ჩვენი ინტერიერის დიზაინის სერვისების გვერდი და გაეცანით დეტალურად თითოეულ პირობას. გახსოვდეთ, ინტერიერის დიზაინი არის შემოქმედებითი პროცესი, სადაც თქვენი სურვილი, ჩვენი ხედვა და გამოცდილება ჰარმონიულად ერთიანდება.
ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში გეყოლებათ პერსონალური ინტერიერის დიზაინერი და პროექტ მენეჯერი, რომელიც უზრუნველყოფს პროცესის უწყვეტობას და პროექტის დათქმულ ვადებში შესაბამისი სტანდარტებით ჩაბარებას.
ინტერიერის დიზაინის ფასი დამოკიდებულია თქვენს სურვილებზე. თუ გაქვთ ბინა, კერძო სახლი ან ნებისმიერი ტიპის კომერციული ფართი, რომლის რემონტი და ინტერიერის შეცვლა გაქვთ ჩაფიქრებული, გაგვიზიარეთ თქვენი სურვილები და ერთად შევქმნით თქვენთვის სასურველ სივრცეს.
ალბათ სახლის განახლების პროცესში ხარ, აუცილებლად გიჩნდება კითხვები. თუ ბლოგისგან ბოლომდე ვერ მიიღე პასუხები, ჩვენ გთავაზობთ მოქნილ მომსახურებას სახლის მოწყობის პროცესში:
ავეჯისა და ტექნიკის ოპტიმალური განლაგება
დიზაინერის მიერ პალიტრის შერჩევა
კონსულტაცია გამოყენებული მასალების არჩევისას