რა უნდა გაითვალისწინო რემონტისას, თუ სახლში ცხოველები გყავს?

A dog resting on a chair in a cozy room, highlighting pet-friendly considerations for home renovations.

1. რემონტის დაგეგმვისას გაითვალისწინეთ ცხოველების წინაპირობები

A dog resting on a chair in a cozy room, highlighting pet-friendly considerations for home renovations.

რემონტის დაწყება ყოველთვის დიდ გეგმებთან, ინვესტიციებთან და ცვლილებებთან არის დაკავშირებული. ეს პასუხისმგებლობები ორმაგდება როდესაც სახლში ცხოველები არიან. კატებს, ძაღლებსა და სხვა შინაურ ცხოველებს განსაკუთრებული მგრძნობელობა აქვთ ხმაურზე, სუნზე, გარემოს ცვლილებაზე — და სწორედ ამიტომ, საჭიროა თითოეული დეტალის წინასწარ გათვლა, რათა რემონტის დროს მათ სტრესი არ განიცადონ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ინტერიერის დიზაინი თავიდანვე მოერგოს გარკვეულ კრიტერიუმებს, რათა მომავალში ცხოველებმა სახლი არ დააზიანონ. 

გთავაზობთ დეტალურ გზამკვლევს, რომელიც დაგეხმარებათ რემონტის სწორად დაგეგმვაში, ისე რომ არც თქვენმა ცხოველებმა იგრძნონ დისკომფორტი და არც სახლმა დაკარგოს სტილი და ფუნქციურობა.

სახლის დიზაინს არჩევ?

დააკლიკე და გაიგე რას გთავაზობთ

2. შეარჩიეთ ცხოველებისთვის უსაფრთხო და გამძლე მასალები

A dog resting on a cushion atop a wooden floor, illustrating pet-friendly home renovation considerations.

თუ ცხოველი გყავთ, მასალების შერჩევა მხოლოდ გარეგნულად ლამაზი ავეჯის შეძენას არ ნიშნავს. ცხოველებს, განსაკურებით კი კატებს, ძალიან მოსწონთ ავეჯის დაკაწვრა, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ მასალა იყოს გამძლე და ხარისხიანი, რათა მარტივად არ დაზიანდეს.

  • იატაკი – ყველაზე კარგი არჩევანია ვინილი, ლამინატი ან კერამიკული ფილა. ისინი ნაკლებად ზიანდება ბრჭყალების ზემოქმედების შედეგად და მარტივად იწმინდება.
  • კედლები – რეკომენდებულია გამძლე საღებავების გამოყენება, რომლებიც მარტივად იწმინდება და არ იკრავს ბეწვს. ამასთან, უნდა იყოს მდგრადი ცხოველების სუნის მიმართ და ეკოლოგიურად სუფთა, რათა თქვენი ცხოველები არ მოიწამლონ.
  • ავეჯი – აირჩიეთ ქსოვილები, რომლებიც ნაკლებად იკრავს ბეწვს და ადვილად ირეცხება – მაგალითად ტყავისებრი ზედაპირები.

3. გამოყავით წყნარი სივრცე ცხოველებისთვის

A relaxed cat lying in a basket on a window sill, emphasizing the importance of pet-friendly renovations.

ეს არა მხოლოდ დასრულებულ სახლში, არამედ რემონტის ეტაპზეც ძალიან მნიშვნელოვანია. რემონტისას სახლში გადაადგილდებიან მუშები, ისმის ხმაური, დგას მძაფრი სუნი – ეს ყველაფერი ცხოველისთვის შეიძლება სტრესული აღმოჩნდეს. ამ დროს შეგიძლიათ გარკვეული ზომების მიღება:

  • დროებითი საცხოვრებელი ზონა – მოაწყეთ ცხოველისთვის ცალკე ოთახი ან სივრცე, სადაც ხმაური მინიმალურია. იქ მოათავსეთ მისი საწოლი, სათამაშოები და წყალი.
  • ცხოველების გადაყვანა – თუ რემონტი ინტენსიურია, აუცილებელია რომ ცხოველები დროებით სხვა გარემოში გადაიყვანოთ, მაგალითად დატოვოთ მეგობართან ან ნათესავებთან.

4. ყურადღება მიაქციეთ ჰაერის სისუფთავესა და ვენტილაციას

A pet-friendly cat room with a multi-level cat tree and a decorative indoor tree, emphasizing considerations for renovations.

სამშენებლო მასალები ხშირად შეიცავენ ქიმიურ ელემენტებს, რომელთაც მძაფრი სუნი აქვს და ცხოველებისთვის საზიანოა. სწორედ ამიტომ:

  • რეგულარულად გაანიავეთ სივრცე – ინტერიერის დიზაინში გამოიყენეთ ჰაერის გამწმენდი მოწყობილობები ან ოთახის მცენარეები, რომლებსაც ჰაერის ბუნებრივი გაწმენდის ფუნქცია აქვთ (მაგალითად, ალოე ვერა, სპატიფილუმი).
  • ერიდეთ საღებავებს ან წებოებს, რომლებიც ტოქსიკური ნივთიერებებით მზადდება.
  • შეარჩიეთ ინტერიერის დიზაინი, რომელიც ცხოველის კომფორტსაც მოერგებ

რემონტისას ხშირად მთავარი აქცენტი ადამიანების კომფორტსა და ესთეტიკაზე კეთდება, თუმცა თანამედროვე ინტერიერის დიზაინი საშუალებას გვაძლევს, ვიზუალურად დახვეწილი და ცხოველებისთვის ადაპტირებული გარემოც შევქმნათ. ამის მისაღწევას საჭიროა:

სპეციალური კუთხე ცხოველისთვის – კატებისთვის შექმენით თაროები კედელზე, ხოლო ძაღლებისთვის მოაწყეთ პატარა ზონა სათამაშოებით, საწოლით და საჭირო ნივთებით.

ფუნქციური ავეჯი – შეგიძლიათ შეარჩიოთ ავეჯი, რომელიც ცხოველისთვისაც გამოდგება. მაგალითად, საწოლი, რომელსაც ქვეშ თავისუფალი სივრცე აქვს, სადაც კატებს თამაში და დამალვა შეეძლებათ.

ადვილად მოსავლელი ტექსტილი – ხალიჩები და სავარძლები უნდა იყოს დამზადებული ანტიბაქტერიული და ადვილად მოსავლელი მასალებით.

5. ცხოველების რუტინის გათვალისწინება

Two dogs comfortably resting in their beds, positioned in front of a window, highlighting pet-friendly home renovation considerations.

თუ ცხოველი მიჩვეულია ერთსა და იმავე ადგილას კვებას, დასვენებას ან თამაშს, ეცადეთ ეს კუთხეები დიზაინშიც გადაიტანოთ — ეს შეამცირებს სტრესს და მოერგება მათ ბუნებრივ ჩვევებს.

ნათელი, რბილი ტონალობები – სითბო და სიმშვიდე ინტერიერში არა მხოლოდ ადამიანს, არამედ ცხოველებსაც ამშვიდებს. გამოიყენეთ თბილი ფერები, ბუნებრივი მასალები და რბილი განათება.

გახსოვდეთ, სწორად დაგეგმილი ინტერიერის დიზაინი არის არა მხოლოდ ესთეტიკური სიამოვნება, არამედ პრაქტიკული გადაწყვეტილება, რომელიც თქვენი ცხოველის კეთილდღეობასაც უზრუნველყოფს.

თუ არ ხართ დარწმუნებული, როგორ მოარგოთ თქვენი სახლი ცხოველის საჭიროებებს ისე, რომ ინტერიერიც დახვეწილად გამოიყურებოდეს, საუკეთესო გამოსავალია კონსულტაცია ინტერიერის დიზაინის სპეციალისტთან. პროფესიონალი ინტერიერის დიზაინერი დაგეხმარებათ ისეთი დიზაინის შექმნაში, რომელიც ფუნქციური იქნება, მოერგება ცხოველის რუტინას და ჩვევებს და იქნება მიმზიდველი და თანამედროვე.

რემონტი შეიძლება იყოს გამოწვევა, მაგრამ სწორი დაგეგმარებით ის შეიძლება იქცეს თქვენთვის და თქვენი ცხოველისთვის ახალი კომფორტის დასაწყისად. ინტერიერის დიზაინის სწორად შერჩევა კი ნიშნავს სწორ გზაზე დადგომას, რომელიც როგორც ცხოველის, ასევე თქვენს კეთილდღეობასაც უზრუნველყოფს.

გსურთ შეარჩიოთ ცხოველებზე მორგებული, დახვეწილი და პრაქტიკული ინტერიერის დიზაინი?

6. სწორად დაგეგმეთ რემონტის ეტაპები

A white dog resting on a cozy dog bed in a living room, highlighting pet-friendly home renovation considerations.

მოინახულეთ ჩვენი ინტერიერის დიზაინის სერვისების გვერდი და გაეცანით დეტალურად თითოეულ პირობას. გახსოვდეთ, ინტერიერის დიზაინი არის შემოქმედებითი პროცესი, სადაც თქვენი სურვილი, ჩვენი ხედვა და გამოცდილება ჰარმონიულად ერთიანდება.

ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში გეყოლებათ პერსონალური ინტერიერის დიზაინერი და პროექტ მენეჯერი, რომელიც უზრუნველყოფს პროცესის უწყვეტობას და პროექტის დათქმულ ვადებში შესაბამისი სტანდარტებით ჩაბარებას.

ინტერიერის დიზაინის ფასი დამოკიდებულია თქვენს სურვილებზე. თუ გაქვთ ბინა, კერძო სახლი ან ნებისმიერი ტიპის კომერციული ფართი, რომლის რემონტი და ინტერიერის შეცვლა გაქვთ ჩაფიქრებული, გაგვიზიარეთ თქვენი სურვილები და ერთად შევქმნით თქვენთვის სასურველ სივრცეს.

ჩვენი შეთავაზება

ალბათ სახლის განახლების პროცესში ხარ, აუცილებლად გიჩნდება კითხვები. თუ ბლოგისგან ბოლომდე ვერ მიიღე პასუხები, ჩვენ გთავაზობთ მოქნილ მომსახურებას სახლის მოწყობის პროცესში:

სივრცის ათვისება

ავეჯისა და ტექნიკის ოპტიმალური განლაგება

ფერების არჩევა

დიზაინერის მიერ პალიტრის შერჩევა

მასალების შერჩევა

კონსულტაცია გამოყენებული მასალების არჩევისას

შენზე მორგებული სამზარეულოს დიზაინი

გაიარე კონსულტაცია უფასოდ