fbpx

სამზარეულოს დიზაინი - 2024 წლის სიახლეები

ფერადი სამზარეულოს დიზაინი, ყვითელი ფერის ტონალობა 2024 წლის ტრენდში

წარმოგიდგენთ 2024 წლის ტენდენციებს ინტერიერის დიზაინში, რომელიც დაგეხმარება შენი სამზარეულო თანამედროვედ მოაწყო.

სარჩევი:

1. ხის ფაქტურა სამზარეულოში
2. ფერები
3. ჭკვიანი ტექნიკა
4. დაფარული ტექნიკა
5. ნიჟარა
6. ბუნებრივი ელემენტები

1. ხის ფაქტურა სამზარეულოში

samzareulos dizaini, xis faqtura

ხის ტონები 2024 წლის პოპულარული არჩევანია. მატერიის მრავალფეროვანი თვისების წყალობით, მიიღწევა ჰარმონიული სკანდინავიური სტილის სამზარეულოს ინტერიერი.

სამზარეულოს ზედაპირის დამზადება შესაძლებელია ფოლადის უჟანგავი მასალით, ხოლო სათავსოებისთვის უმჯობესია გამოვიყენოთ მუქი ხის იერი.

მიუხედავად იმისა, რომ სამზარეულოს ინტერიერში მუქი ხის ფაქტურა ძვირადღირებული სიამოვნებაა, ის მაინც ყოველწლიურად უფრო აქტუალურია. წელს კი ტრენდულ სამზარეულოს დიზაინში პირველი ადგილი დაიკავა.

სამზარეულოს დიზაინს არჩევ?

დააკლიკე და გაიგე რას გთავაზობთ

2. ფერები

ღია ფერი სამზარეულოსთვის

თბილი მდუმარე ფერები კვლავ პოპულარულია, ასევე მოთხოვნადია ხის კარადები და სპილენძის ონკანები.

სულ უფრო აქტუალური ხდება თამამი/მდიდარი ფერები, როგორიცაა მუქი მწვანე, მუქი ლურჯი და შავიც კი, რომლებიც ამ წელს დიდ თუ პატარა სამზარეულოებში პოპულარობას მოიპოვებენ.

ფერების სიმრავლე ბევრისთვის პოზიტიურ განწყობასთან ასოცირდება, სამზარეულო არის სივრცე სადაც ვიწყებთ დღეს, ვმასპინძლობთ მეგობრებს ან უბრალოდ ვპოულობთ სიმყუდროვეს.

3. ჭკვიანი ტექნიკა

samzareulos axali 2024 wlis teqnika

თანამედროვე სამზარეულო, თავისთავად აღჭურვილია ჭკვიანი ტექნიკით.

ღუმელი, რომლის მართვაც შესაძლებელია ტელეფონით. მაცივარი რომელსაც შეგიძლიათ ესაუბროთ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით და ბევრი სხვა ჭკვიანი ტექნიკა, რომელებიც გვიმარტივებენ ყოველდღიურობას.

4. დაფარული ტექნიკა

სამზარეულოს ჭურჭლის დაფარვა სათავსოს მეშვეობით

აქტუალობა დაკარგა ჩაუშენებელმა სამზარეულომ. დღეს პოპულარულია პანელებისა და კარადებში რაც შეიძლება მეტი ტექნიკის დამალვა.

ჩაშენებული მაცივარი, მიკროტალღური ღუმელი და ჭურჭლის სარეცხი მანქანა, სამზარეულოს ფასადის ვიზუალს იშვიათად უხდებიან. ამიტომ მათი გამოჩენა ინტერიერში ნელ ნელა აქტუალობას კარგავს.

ტექნიკის დამალვა დაგეხმარებათ სოლიდური იერსახის მიღწევაში.

5. ნიჟარა

ღია ფერები სამზარეულოში

სწორად შერჩეული სამზარეულოს ნიჟარა, ინტერიერში მნიშვნელოვანი დეტალია და ვიზუალურ სტილზე დიდ გავლენას ახდენს.

დიდი და მასიური ნიჟარები, როგორიცაა ხელნაკეთი ქვის ნიჟარები, ჩაშენებული ნიჟარები, სპილენძის ნიჟარები, პოპულარულია 2024 წელს.

ასევე გამორჩეულ სამზარეულოს დიზაინს ქმნის კირქვის ნიჟარა. ის გაცილებით ფოროვანია, ვიდრე ტრავერტინი, მარმარილო და სხვა, ამიტომ მისი დალუქვა აუცილებელია. დალუქვა ქმნის ბარიერს, რომელიც ხელს უშლის ქვას სითხეებისა და ლაქების შეწოვაში.

კირქვის ნიჟარები სივრცეს ბუნებრივ ელეგანტურობას ანიჭებენ, ნიჟარას არ აქვს ნაპრალები, ამიტომ ბაქტერიები ნაკლებად მრავლდებიან.

6. ბუნებრივი ელემენტები

მეტი სიმწვანე და თბილი ფერები სამზარეულოში

ბუნებრივი ელემენტები, როგორიცაა ქვა, ხე და მცენარეები, ბოლო წლებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და წელს ტრენდის მაქსიმუმს მიაღწია. მეტი სიმყუდროვის და ბუნებრიობისთვის, აუცილებელია სამზარეულოში გამოიყენოთ მეტი სიმწვანე და დაბალანსებული ფერები.

ჩვენი შეთავაზება

ალბათ სახლის განხლების პროცესში ხარ, აუცილებლად გიჩნდება კითხვები. თუ ბლოგისგან ბოლომდე ვერ მიიღე პასუხები, ჩვენ გთავაზობთ მოქნილ მომსახურებას სამზარეულოს მოწყობის პროცესში:

სივრცის ათვისება

ავეჯისა და ტექნიკის ოპტიმალური განლაგება

ფერების არჩევა

დიზაინერის მიერ პალიტრის შერჩევა

მასალების შერჩევა

კონსულტაცია გამოყენებული მასალების არჩევისას

შენზე მორგებული სამზარეულოს დიზაინი

გაიარე კონსულტაცია უფასოდ