fbpx

 სასტუმროს კონცეპტუალური დიზაინ პროექტი

 მიწისპირა და მეორე სართულზე განთავსებულია კომერციული ფართები, სასტუმროსთვის მომსახურე ტექნიკური ოთახები და რესეფშენი. შემდეგ სართულებზე ნაწილდება სასტუმრო ოთახები სხვადასხვა მოცულობებით. ხოლო ბოლო სართულზე იგეგმება აუზის მონტაჟი, რომელიც მოემსახურება არამხოლოდ სასტუმროს დამსვენებლებს, არამედ ნებისმიერ მომხმარებლებს.

შენობის გარე დიზაინზე რომ ვისაუბროთ, შეგვიძლია გამოვკვეთოთ რამდენიმე დეტალი, რაც მის გამორჩეულ სტილზე მიუთითებს. შენობის შუა ნაწილი მხოლოდ ვიტრაჟებს უკავია, ხოლო გვერდითა ნაწილები კი მეტალის ფირფიტებს, რომელზეც დამონტაჟებულია ხაზოვანი განათებები.

 სანათები წარმოადგენს მოძრავ ტექნიკას, რომელიც ღამით ზემოდან ქვემოთ მიმართულებით მოძრაობს.

ლოკაციასაქართველო, თბილისი
ფართი6500 მ2
წელი0.2022

სასტუმროს არქიტექტურული პროექტი მდებარეობს თბილისში, გუჯარეთის ქუჩაზე. შენობა წარმოადგენს 11 სართულიან ნაგებობას, რომელიც აჭარბებს 6500 კვადრატულ მეტრს.

შენზე მორგებული დიზაინი

გაიარე კონსულტაცია უფასოდ