აბაზანის დიზაინი - 2024 წლის სიახლეები

abazanis dizaini

ინდუსტრიული დიზაინი, ფერების პალიტრა და სხვა მნიშვნელოვანი ტენდენციები.

პატარა აბაზანის დიზაინი

washbasis by kast

ფერების არჩევანი

თეთრი ყველაზე პოპულარული ფერია აბაზანის მრავალი დეტალისთვის, მაგრამ ფერადი ნიჟარები, ტუბები და სხვა მოწყობილობები თანამედროვე ინტერიერში უფრო აქტუალური ხდება. აბაზანის ინვენტარის ერთ-ერთმა წამყვანმა ბრიტანულმა კომპანია Kast-მა წარმოადგინა ბეტონის ნიჟარების ფერადი და ახალი ტალღოვანი კოლექცია.

გთავაზობთ რამოდენიმე ფერად ვარიანტს თქვენი აბაზანის ახალი სიცოცხლის შესაძენად.

delta sink for kitchen

თანამედროვე წყლის სისტემები

აბაზანის და სამზარეულოს დიზაინში, სულ უფრო მოთხოვნადი ხდება წყლის სისტემები რომელიც კვებავს და უფრთხილდება კანს.

თანამედროვე საშხაპე სისტემებს ახასიათებთ თორმეტამდე განსხვავებული წყლის ნაკადის გამოშვება, ასევე მოიცავენ ორთქლის ფუნქციას. ეს ყველაფერი კი შეგიძლია აკონტროლო მხოლოდ ერთი ინტერფეისიდან.

დიდი ყურადღება ექცევა გაფილტრულ წყალს. ამის საშვალებას გვაძლევს Clarifi- ის საშხაპე ფილტრი, რომელიც ამცირებს წყლის მინარევებს, როგორიცაა ქლორი და ნალექი, რომლებიც იწვევენ კანისა და თმის სიმშრალეს.

kohler new shower

თანამედროვე და პრაქტიკული დიზაინი

გამორჩეულია Kohler-ის ახალი Spaviva- ხელის შხაპი, რომელიც მოიცავს სპრეის ორ ტიპს, ასევე მაგნიტურად მისამაგრებელ თავებს. ჯაგრისის ფორმის საშხაპის თავი, გვეხმარება ღრმა ფორების წმენდაში.

ასევე გაგაცნობთ ხელის შხაპს, რომელიც აღჭურვილია ჩანართებით, რათა დაგვეხმაროს თმის სასურველი ფორმის მიღებაში.

interior-desginer-interieris-dizaineri

ინდუსტრიული სტილის დიზაინი

Franz Viegener-ის Techno Chic-ის ახალ კოლექციაში წარმოდგენილია სახელურები, რომლებიც შეიძლება იპოვოთ ქარხნულ სარქველებზე. ინდუსტრიული ტიპის მიმართულება, თანამედროვე აბაზანსის დიზაინში სულ მალე დაიმკვიდრებს ადგილს, რადგან ვინტაჟური დიზაინის მოყვარულების რიცხვი საკმაოდ დიდია.

მსგავსი ბორბლების სარქველებს ნახავთ ცნობილი ჰოლანდიელი დიზაინერის მარსელ უონდერსის Fantini-ის ახალ Pipe კოლექციაში. სურათში წითელი სარქველი ნაჩვენებია ახალი მილის საშხაპეზე.

black matte shower ideas for bathroom

მქრქალი შავი ზედაპირი

ინდუსტრიული სტილის წყლის სისტემებში მთავარი და ყველაზე მოთხოვნადი ფერი მქრქალი შავია.

Brizo-მ გადაწყვიტა ახალი გლუვი შავი ფერის გამოყენება ონკანების, საშხაპე მოწყობილობებისა და აქსესუარებისთვის. Kintsu აბანოების კოლექციაში ხელმისაწვდომი იქნება 2024 წლის ზაფხულში.

ჩვენი შეთავაზება

ალბათ სახლის განხლების პროცესში ხარ, აუცილებლად გიჩნდება კითხვები. თუ ბლოგისგან ბოლომდე ვერ მიიღე პასუხები, ჩვენ გთავაზობთ მოქნილ მომსახურებას სამზარეულოს მოწყობის პროცესში:

FILLET STUDIO
დაგვირეკემოგვწერეელ.ფოსტა