პატარა სამზარეულოს მოწყობა

patara tetri samzareulos dizaini

სივრცის ნაკლებობა ალბათ ბევრ კითხვას გიჩენს, ბლოგში გაეცნობი პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს.

პატარა-სამზარეულოს-დიზაინი

უხილავი სახელურები

პატარა სამზარეულოს კარადებს, ნუ გაუკეთებთ სახელურებს, ეს შეიძლება დიდ ცვლილებად არ ჩაითვალოს, მაგრამ მათი სენსორული ჩამკეთებით ან უხილავი "ტუჩით" მოწყობა უფრო მინიმალისტურ სივრცეს გამოაჩენს. ბევრი დეტალი კომპაქტურ გარემოში როგორც წესი ტვირთავს.

ამიტომ უფრო გახსნილად და ღიად რომ იგრძნოთ თავი შეარჩიეთ კარადის სახელურების სხვადასხვა ვარიანტები, რომლებიც არ გამოჩნდება დიზაინში.

პატარა სამზარეულოში თითოეული მილიმეტრი მნიშვნელოვანია, ამიტომ ნუ გადატვირთავთ ისეთი დეტალებით როგორიც, თუნდაც მცირე ზომის სახელურებია.

patara tetri samzareulos dizaini

გახსნილი თაროები

თუ თქვენი სამზარეულო დატვირთულია, ზედა კაბინეტის ყველა ან ზოგიერთის ამოღება საუკეთესო ვარიანტი იქნება სივრცის მაქსიმალურად გამოჩენისთვის. ეს არის გზა ოთახის ირგვლივ ვიზუალური სივრცის გასახსნელად, რაც სამზარეულოს გაცილებით დიდს გახდის, ვიდრე არის.

რა თქმა უნდა დიდი მნიშნველობა ენიჭება თუ რა ფუნქციას შეასრულებს თაროები, ნუ გადატვირთავთ ზედმეტი ჭურჭლით.

დაიმახსოვრეთ გახსნილი თაროები მხოლოდ იმიტომაა საჭირო რომ მეტი სივრცე გამოჩნდეს და არა მეტი დეტალი.

სინათლე მნიშვნელოვანია მცირე სივრცეშიც კი და ზედა კარადები ზოგჯერ ჩრდილს აყენებენ სამზარეულოს მაგიდას, რაც სამუშაო სივრცეს საჭიროზე უფრო ბნელს ხდის. ასე რომ, ამ ზედა ნაწილების გამოტოვებამ შეიძლება მართლაც გახსნას სივრცე.

ღია თაროების სიღრმე შეგიძლია 25 სმ გააკეთოთ. თუ არ გაქვთ სხვა სათავსოები , სადაც შეინახავთ სადილის თეფშებს, შეგიძლიათ მოცემულ ღია თაროებზე სეზონების მიხედვით ცვალოთ ეს ნივთები თუ დეკორები.

ეს უფრო გაახალისებს თქვენს განწყობას და სამზარეულოს.

მნიშვნელოვანია, თუ გსურთ, რომ შეინარჩუნოთ პატარა სამზარეულოს დიზაინი და სიახლის შეგრძნება.ასევე გირჩევთ,რომ შეარჩიოთ თაროებისთვის ერთი და იგივე ფერები, რადგან სხვადასხვა ტონალობაში გადაწყვეტები არ არის მიღებული პატარა სივრცეებისთვის.

large tile for kitchen

დიდი ზომის ფილები და პატარა სამზარეულო

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მიგნებაა,რომ თქვენს პატარა სამზარეულოს დიზაინს მოარგოთ დიდი ზომის იატაკის ფილები. შეგიძლიათ რამოდენიმე ტონალობა ათამაშოთ, როგორც სურათზეა.

ეს ხშირად მუშაობს პატარა სივრცეებში ვიდრე დიდ სამზარეულოში.

იატაკი ყოველთვის დიდ როლს თამაშობს სივრცის აღქმადობაში, ამიტომაც ექცევა დიდი ყურადღება ფილების დიზაინს, როცა პატარა და დიდი სამზარეულოს დიზაინის მოწყობა იგეგმება.

ამგვარი იატაკის დიზაინი უფრო მეტ სივრცის ილუზიას იწვევს, ისევე როგორც დიაგონალზე ჩასმული კვადრატული ფილები. ეს არის მაქსიმალურად ბოლომდე გამოყენებული ილუზია, რომ თქვენი სამზარეულო უფრო დიდი გამოჩნდეს.

ამგვარი ილუზიის მისაგნებად, გირჩევთ პროფესიონალს მიმართოთ, რომლებიც სიამოვნებით გაგიწევენ კონსულტაციას

ვარიანტები და რჩევები პატარა სამზარეულოსთვის

კუთხის კარადები

როგორც უკვე აღვნიშნე, თითოეული მილიმეტრი მნიშვნელოვანია თქვენთვის, ამიტომ აუცილებელიც კია, რომ კუთხის კარადებისთვის ადგილი მოიძებნოს.

თავდაპირველად იფიქრეთ თქვენს მოცემულობაზე და საჭიროებებზე, ამის შემდეგ განსაზღვრეთ ღია თაროების რაოდენობა და კუთხის კარადის აუცილებლობა.

იფიქრეთ ასევე კუთხის ნიჟარაზე, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ სტანდარტულთან შედარებით უფრო პატარაა , და თუ დღის განმავლობაში გროვდება უამრავი თეფში, ეს შეისაძლოა არ იყოს თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი.

hitech kitchen appliance

ელეგანტური სამზარეულოს ტექნიკა

შიძინეთ მცირე ზომის მაგრამ თვალშისაცემი ტექნიკა, როგორიცაა ტოსტერი, ყავის აპარატი, გაზქურა და ა.შ.

თავდაპირველად გამოიკვლიეთ როგორი დიზაინის მოუხდება თქვენს სამზარეულოს, სცადეთ სხვადასხვა აპლიკაციები, რაც დაგეხმარებათ სურათშივე მოათავსოთ და დაგანახოთ თვალნათლივ როგორ ჯდება საერთო სივრცეში.

ჩვენი შეთავაზება

ალბათ სახლის განხლების პროცესში ხარ, აუცილებლად გიჩნდება კითხვები. თუ ბლოგისგან ბოლომდე ვერ მიიღე პასუხები, ჩვენ გთავაზობთ მოქნილ მომსახურებას სამზარეულოს მოწყობის პროცესში:

FILLET STUDIO
დაგვირეკემოგვწერეელ.ფოსტა