თანამედროვე აგარაკის პროექტი საგურამოში | ექსტერიერი და ეზოს დიზაინი

კერძო სახლის დიზაინი

პროექტის შესახებ

საგურამო თბილისთან ახლოს მდებარე ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საკურორტო და საცხოვრებელი  ზონაა, სადაც თანამედროვე არქიტექტურა ბუნებრივ ლანდშაფტს ერწყმის.

Filet Studio-ს მიერ შესრულებული  აგარაკის პროექტი საგურამოში ,წარმოადგენს კომფორტის, ესთეტიკისა და ფუნქციონალურობის იდეალურ ბალანსს.

ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა საცხოვრებელი გარემო, რომელიც მაცხოვრებელს ქალაქის ხმაურისგან დასვენების საშუალებას მისცემდა.

სახლის დიზაინი
100 კვადრატული სახლის აშენება

არქიტექტურული კონცეფცია და ექსტერიერის დიზაინი

310 კვ.მ-ზე გაშლილი შენობა შესრულებულია თანამედროვე მინიმალისტურ სტილში.

კერძო სახლის ექსტერიერი გამოირჩევა მკვეთრი გეომეტრიული ფორმებითა და ნატურალური მასალების აქტიური გამოყენებით. ფასადის მთავარი აქცენტია ვერტიკალური ხის პანელები , რომლებიც შენობას სითბოს მატებს, მუქი ნაცრისფერი ბეტონის ელემენტებთან.

დიდი ზომის პანორამული ვიტრაჟები არა მხოლოდ უზრუნველყოფს ბუნებრივი განათების შემოდინებას ინტერიერში, არამედ შლის საზღვარს სახლსა და ეზოს შორის.

სახლის პროექტები

ეზოს კეთილმოწყობა და სარეკრეაციო ზონა

თანამედროვე ვილა წარმოუდგენელია სწორად დაგეგმილი ლანდშაფტის გარეშე.

პროექტის ფარგლებში დამუშავდა ეზოს დიზაინი, სადაც ცენტრალური ადგილი უკავია ღია საცურაო აუზს. აუზის გარშემო მოეწყო გარუჯვის ზონა და ღია ტერასა, რომელიც იდეალურია ზაფხულის საღამოების გასატარებლად.

ეზოში გამოყენებულია დეკორატიული მცენარეები და გაზონი, რაც ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ქმნის.

100 კვადრატული სახლის აშენება
ლოკაციასაქართველო, საგურამო
ფართი310 მ2
წელი06.2020

კერძო სახლის დიზაინისთვის, შეირჩა ბუნებრივი ხის პანელები, საღებავები და მეტალის ფირფიტები. ქანობიან რელიეფზე მოეწყო ტერასები. ეზოს დიზაინისთვის შეირჩა ლიგუსტრუმი, ბზა, ფოტინია და სხვა დეკორატიული მცენარეები, რაც გარემოზე დადებითად აისახა.

შენზე მორგებული სახლის დიზაინი

გაიარე კონსულტაცია უფასოდ










    FILLET STUDIO
    დაგვირეკე
    მოგვწერე
    ელ.ფოსტა
    წინა საუბრები