არქიტექტურა
კერძო სახლის დიზაინი საგურამოში

- კატეგორია
- არქიტექტურა
- წელი
- 2020
- ლოკაცია
- საქართველო, საგურამო
01 - გამოწვევა
საგურამო თბილისთან ახლოს მდებარე ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საკურორტო და საცხოვრებელი ზონაა, სადაც თანამედროვე არქიტექტურა ბუნებრივ ლანდშაფტს ერწყმის.
Filet Studio-ს მიერ შესრულებული აგარაკის პროექტი საგურამოში, წარმოადგენს კომფორტის, ესთეტიკისა და ფუნქციონალურობის იდეალურ ბალანსს.
ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა საცხოვრებელი გარემო, რომელიც მაცხოვრებელს ქალაქის ხმაურისგან დასვენების საშუალებას მისცემდა.

02 - მიდგომა
310 კვ.მ-ზე გაშლილი შენობა შესრულებულია თანამედროვე მინიმალისტურ სტილში.
კერძო სახლის ექსტერიერი გამოირჩევა მკვეთრი გეომეტრიული ფორმებითა და ნატურალური მასალების აქტიური გამოყენებით. ფასადის მთავარი აქცენტია ვერტიკალური ხის პანელები, რომლებიც შენობას სითბოს მატებს, მუქი ნაცრისფერი ბეტონის ელემენტებთან.
დიდი ზომის პანორამული ვიტრაჟები არა მხოლოდ უზრუნველყოფს ბუნებრივი განათების შემოდინებას ინტერიერში, არამედ შლის საზღვარს სახლსა და ეზოს შორის.
თანამედროვე ვილა წარმოუდგენელია სწორად დაგეგმილი ლანდშაფტის გარეშე.
პროექტის ფარგლებში დამუშავდა ეზოს დიზაინი, სადაც ცენტრალური ადგილი უკავია ღია საცურაო აუზს. აუზის გარშემო მოეწყო გარუჯვის ზონა და ღია ტერასა, რომელიც იდეალურია ზაფხულის საღამოების გასატარებლად.
ეზოში გამოყენებულია დეკორატიული მცენარეები და გაზონი, რაც ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ქმნის.

03 - შედეგი
კერძო სახლის დიზაინისთვის, შეირჩა ბუნებრივი ხის პანელები, საღებავები და მეტალის ფირფიტები. ქანობიან რელიეფზე მოეწყო ტერასები. ეზოს დიზაინისთვის შეირჩა ლიგუსტრუმი, ბზა, ფოტინია და სხვა დეკორატიული მცენარეები, რაც გარემოზე დადებითად აისახა.
ფოტო გალერეა

თვალი გადაავლე ნამუშევრებს

კომერციული ინტერიერის დიზაინი | ავეჯის შოურუმი DAKARO
არქიტექტურა

კომერციული ექსტერიერის და ფასადის დიზაინი
არქიტექტურა

კერძო სახლის დიზაინი
არქიტექტურა

აგარაკის დიზაინი ბულაჩაურში
არქიტექტურა

კერძო სახლის არქიტექტურული პროექტი ლისზე
არქიტექტურა

ფუტურისტული სასტუმროს არქიტექტურა
არქიტექტურა

არქიტექტურული პროექტის რენდერი
არქიტექტურა

მრავალფუნქციური სასტუმროს არქიტექტურა და ფასადის დიზაინი
არქიტექტურა

კერძო სახლის დიზაინი დიდ დიღომში
არქიტექტურა

ბორჯომის სასტუმროს კონცეპტუალური დიზაინი
არქიტექტურა

საოფისე ინტერიერის დიზაინი - KOTRA Tbilisi
ინტერიერი

ბარამბოს ნაყინის მაღაზიის ინტერიერი | კომერციული დიზაინი
ექსტერიერი